სალაროს გასავლის ორდერი არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სალაროში ნაღდი ფულის გასვლის ოპერაციების შესრულება. ოპერაციაზე ჩაბმულია სალაროს გასავლის ორდერის ფორმა 1002. სალაროს გასავლის ორდერის ფორმა მემორიალური ორდერის იდენტურია, ოპერაცია შესაძლებელია შესრულდეს "მემორიალური ორდერის“ საშუალებით, თუ კი აუცილებლობას არ წარმოადგენს სალაროს გასავლის ორდერის ამობეჭდვა. ვირჩევთ დებეტისა და კრედიტის ანალიზურ ანგარიშებს, ვუთითებთ თანხას და დანიშნულებას.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან ავუკრძალოთ წვდომა სალაროს გასავლის ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.სალაროს გასავლის ოპერაციის შესრულება შესაძლებელია შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე ხდება "ბუღალტერიის მოდულის" არჩევა, მომდევნო ეტაპზე "საბუთის დამატების" ბრძანების გამოძახება, მისი საშუალებით ვირჩევთ "სალაროს გასავლის" ოპერაციის კოდს და ამორჩევის ბრძანებით ეკრანზე გამოვა არჩეული ოპერაციის ფორმა:
ფორმიდან იბეჭდება „სალაროს გასავლის ორდერი“:
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|