Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მოგება ზარალის გადახურვა

მოგება ზარალის გადახურვა-არის ბუღალტერიის მოდულის ბრძანება (ბუღალტერია=>სხვადასხვა ოპერაციები=>მოგება ზარალის გადახურვა), მისი დანიშნულებაა საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშების გადახურვა, ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა: 

 

ფანჯრის ზედა ნაწილში განთავსებული გრაფები და გადართვის ღილაკები უზრუნველყოფს საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის გადახურვის შესაძლო ვარიანტებს:

  • გადასახური ანგარიში (Combo Box)-ვირჩევთ საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალისათვის განკუთვნილ ანგარიშს;
  • თარიღი-ვუთითებთ თარიღს, რომელი თარიღითაც გვსურს ანგარიშების გადახურვა;
  • ოპერაცია (Combo Box)-ვირჩევთ ოპერაციის ტიპს;
  • გადახურვის ტიპი (გადართვის ღილაკი)-ფანჯრიდან შესაძლებელია გადახურვის ტიპის არჩევა:
    • სრული-გადართვის ღილაკი გულისხმობს საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალისათვის განკუთვნილ ანგარიშზე იმ აქტიური და პასიური ანგარიშების გადახურვას, რომელთაც გააჩნიათ ნაშთი მითითებული პერიოდისათვის;
    • აქტივი-გადართვის ღილაკი გულისხმობს საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალისათვის განკუთვნილ ანგარიშზე, მხოლოდ აქტიური ანგარიშების გადახურვას, რომელთაც გააჩნიათ ნაშთი მითითებული პერიოდისათვის;
    • პასივი-გადართვის ღილაკი გულისხმობს საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალისათვის განკუთვნილ ანგარიშზე, მხოლოდ პასიური ანგარიშების გადახურვას, რომელთაც გააჩნიათ ნაშთი მითითებული პერიოდისათვის.
  • შენახვა-ბრძანება უზრუნველყოფს გადასახური ანგარიშების შენახვას. იმისათვის, რომ გადასახური ანგარიშების შენახვა განხორციელდეს ფანჯარაში მითითებული უნდა იყოს: გადასახური ანგარიში, თარიღი, ოპერაცია და მონიშნული იყოს ანგარიშები. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:
 

ფანჯარას ქვემოთ მარცხენა კუთხისკენ აქვს ღილაკი ჩამრთველი "უპირატესი", რომლის ჩარვითაც განლაგებას ენიჭება უპირატესობა , რაც გამოიხატება იმით, რომ ფორმაში შესვლის დროს, თქვენს მიერ შენახული განლაგება და განლაგების რეესტრში იგი არის განსხვავებული ფერით (ყვითელი). 

მარჯვენა მხარეს მდებარე ღილაკი თავის თვისებებით წარმოადგენს გადართვის ღილაკს, გადართვა შესაძლებელია, როგორც მონიშვნით, ასევე Space-კლავიშის საშუალებით.

  • ამოკითხვა-ბრძანება საშუალებას გაძლევთ ამოიკითხოთ შენახული განლაგებებიდან ერთერთი, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:
 

ირჩევთ სასურველ განლაგებას და გადიხართ ფანჯრიდან ბრძანებით "გასვლა", შედეგად ფანჯარაში "მოგება ზარალის გადახურვა" ავტომატურად განთავსდება განლაგების შენახვის დროს მითითებული კომბინაცია. 

ფანჯრის შუა ნაწილში განლაგებულია ანგარიშები, რომლებიც უშუალოდ კავშირში არის საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიშთან. ანგარიშების წინ არსებული + ღილაკი გულისხმობს, რომ ანგარიშს გააჩნია ქვე-ანგარიშები, აღნიშნული ღილაკის გვერდით განთავსებულია ღილაკი-ჩამრთველი, რომელიიც თავდაპირველად ამორთულია, რაც გულისხმობს, რომ ანგარიშები არ მონაწილეობენ ოპერაციის შესრულებაში, ღილაკის ჩართვა შესაძლებელია "Space" კლავიშის ან მაუსის გამოყენებით. ფანჯრის ქვედა ნაწილში არსებული დებეტის, კრედიტის და თანხის სვეტები ივსება თანხმობის ბრძანების გამოყენების შედეგად, დებეტის სვეტში განთავსდება ის ანგარიშები რომელსაც გააჩნია კრედიტული ნაშთი და მონიშნული არის ფანჯრის შუა ნაწილში , ხოლო კრედიტის სვეტში კი ის ანგარიშები, რომელთაც ნაშთი დებეტური აქვთ, შესაბამისად აღნიშნულ ანგარიშებს კორესპონდენციას გაუწევს გადასახური ანგარიში. თანხმობის ბრძანების განმეორებით გამოყენების შედეგად სისტემაში შესრულდება ფანჯრის ქვედა ნაწილში არსებული გატარებები.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!