წარმოების ხარჯების განაწილება - არის ბურალტერიის ბრძანება (ბუღალტერია =>სხვადასხვა ოპერაციები =>წარმოების ხარჯების გადანაწილება)ბრძანება ამარტივებს წარმოებაზე ისეთი ხარჯების გადანაწილებას, რომლის დანახარჯის ოდენობა წინასწარ არ არის განსაზღვრული წარმოებულ ერთეულზე (მაგ: წყლის ხარჯი, ელექტროენერგიის ხარჯი და ა. შ.). ასეთ შემთხვევებში თვის ბოლოსათვის დანახარჯი გადანაწილდება თვის განმავლობაში წარმოებულ პროდუქციის რაოდენობაზე.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "წარმოების ხარჯების განაწილება" Pivot table-ს სახით:
აღნიშნულ ფანჯარაში ხარჯი, რომ გამოჩნდეს თავდაპირველად უნდა განვახორციელოთ საწყობისათვის ხარჯის ანგარიშის მიბმა (ცნობარები=>რეცეპტები=>წარმოების ხარჯის ანგარიშები). მომდევნო ეტაპს წარმოადგენს მემორიალური ორდერის დახმარებით სტანდარტული ხარჯის ამსახველი საბუღალტრო ოპერაციის შესრულება, რომელიც ასახვას ჰპოვებს "წარმოების ხარჯების განაწილება" ფანჯარაში. ჩამონათვალის ღილაკით ვირჩევთ პერიოდს, რომელ პერიოდს მიეკუთვნება აღნიშნული ხარჯი, შენახვის ბრძანების გამოყენებით კი ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელიც გულისხმობს გადანაწილდეს ხარჯები თუ არა მითითებულ პერიოდზე, თანხმობის შემთხვევაში სრულდება წარმოების ხარჯების განაწილება.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|