Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სახარჯი მასალების გადანაწილება წარმოებაზე

სახარჯი მასალების გადანაწილება წარმოებაზე-არის ბურალტერიის ბრძანება (ბუღალტერია =>სხვადასხვა ოპერაციები =>სახარჯი მასალების გადანაწილება წარმოებაზე) ბრძანება ამარტივებს წარმოებაზე ისეთი ხარჯების გადანაწილებას, რომლის დანახარჯის ოდენობა წინასწარ არ არის განსაზღვრული წარმოებულ ერთეულზე (მაგ: მარილი, შაქარი, ლომონი და ა. შ.). ასეთ შემთხვევებში თვის ბოლოსათვის დანახარჯი გადანაწილდება თვის განმავლობაში წარმოებულ და რეალიზებულ პროდუქციის რაოდენობაზე. 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "სახარჯი მასალების განაწილება წარმოებაზე": 

 

ფანჯარაში მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით:

  • შუალედი-ჩამონათვალის ღილაკით ვირჩევთ პერიოდს, რომელ პერიოდს მიეკუთვნება გადასანაწილებელი ხარჯი;
  • ოპერაცია-ვირჩევთ ორერაციას, რომელი ოპერაციითაც მოხდა სახარჯი მასალის ჩამოწერა;
  • ანგარიში-ვუთითებთ ანალიზური ანგარიშს, რომელი საწყობიდან ხდება წარმოებული საქონლის რეალიზაცია;
  • გადანაწილება-ბრძანება უზრუნველყოფს გახარჯული მასალების თანხობრივ დამატებას წარმოებული საქონლის თვითღირებულებაზე;
  • გასვლა.
აღნიშნული ფანჯარიდან სახარჯი მასალის გადასანაწილებლად აუცილებლობას წარმოადგენს გასახარჯი პროდუქციის მიბმა წარმოებულ პროდუქტზე (ცნობარები=>რეცეპტები=>წარმოების სახარჯი მასალები). მომდევნო ეტაპს წარმოადგენს გახარჯული საქონლის ჩამოწერა შესაბამისი ოპერაციის დახმარებით (ფორმა 1090 სხვადასხვა გასავალი), სადაც დებეტის გრაფაში მითითებული იქნება ის საწყობი, რომელი საწყობიდანაც ხდება წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია, ხოლო კრედიტის გრაფაში ის საწყობი საიდანაც ხდება სახარჯი მასალის გასვლა.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!