Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საბუთების შედარება

საბუთების შედარება-"საბუთების შედარება" წარმოადგენს rs.ge-იდან მიღებული ზედნადებების კონტროლის ერთერთ საშუალებას, ფორმაში შესვლის დროს განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ფორმა, რომელიც გვიჩვენებს rs.ge-ის საიტზე ჩვენს მიერ მიღებულ და ბუღალტერიაში ასახულ ზედნადებებს, ხოლო მათ შორის არსებული გადახრა წარმოდგენილი არის შესაბამისი ნიშნებით. 

ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "საბუთების შედარება": 

 

ფორმის მარცხენა ნაწილში განთავსებული არის rs.ge-ის საიტზე ჩვენს მიერ მიღებული ელექტრონული ზედნადებები, ხოლო ფორმის მარჯვენა ნაწილში კი აღნიშნულ საბუთზე ბუღალტერიაში განხორციელებული ქმედება. 

მიღებულ ელექტრონულ ზედნადებებსა და ბუღალტერიაში ასახულ საბუთებს შორის გადახრა შესაძლებელია გამოწვეული იყოს ელექტრონული ზედნადების კორექტირებით (მაგ: საწარმომ ბუღალტერიაში ასახა მიღებული ზედნადები, ყოველივე ამის შემდეგ მომწოდებელმა განახორციელა ზედნადების კორექტირება, შესაძლებელია კორექტირებულ ზედნადებში, როგორც რაოდენობის ასევე თანხის შემცირება ან ზრდა იყოს გამოწვეული, შესაბამისად აღნიშნული ქმედება საჭიროებს კონტროლის მექანიზმს. ელექტრონულ ზედნადებში თანხის შემცირება გამოიწვევს უარყოფით გადახრას, ხოლო თანხის ზრდა კი დადებით გადახრას),ელექტრონული ზედნადების გაუქმებით (მაგ: საწარმომ ბუღალტერიაში ასახა მიღებული ელექტრონული ზედნადები, ყოველივე ამის შემდეგ მომწოდებელმა განახორციელა ზედნადების გაუქმება, ასეთ შემთხვევაში ფორმის მარცხენა ნაწილში ჩანაწერია არ იარსებებს, ხოლო მარჯვენა ნაწილში ასახული იქნება ბუღალტერიაში განხორციელებული ქმედება), როდესაც მიღებული ელექტრონული ზედნადები ასახული არ არის ბუღალტერიაში, ფორმის მარჯვენა ნაწილში ჩანაწერისათვის განკუთვნილი გრაფები ცარიელი იქნება. 

ფორმაში მოქმედებს კონტექსტური მენიუ, რომელსაც გააჩნია ბრძანებები:

  • განახლება;
  • მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა;
  • საბუთის ნახვა-ბრძანებით შესაძლებელია ჩვენს მიერ ბუღალტერიაში ასახული საბუთის ნახვა;
  • ზედნადების ნახვა-ბრძანება უზრუნველყოფს მიღებული ზედნაზების ფორმის გახსნას.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!