კლიენტები-წარმოადგენს მომწოდებლების ცნობარს. მისი დანიშნულება წინასწარ განვსაზღვროთ კონკრეტული კლიენტის მიერ საქონლის მოწოდების დროს როგორ მოხდეს შესაბამისობის დამყარება: კოდით, დასახელებით თუ ორივეთი ერთად.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "კლიენტები":
ფორმაში ვამატებთ მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომერს, რისთვისაც ვიყენებთ ბრძანებას "დამატება", ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "დამატება":
სვეტში "ს/ნ" შეგვაქვს მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომერი, მარჯვენა სვეტში ავტომატურად ჩაიწერება მომწოდებლის დასახელება. თუ გვინდა რომ მიღებული საქონლის შემოსავალში ავტომატურად აყვანის დროს (მიღებული ზედნადებები => რედაქტირება => ბუღალტერიაში ასახვა => შემოსავალი) შესაბამისობის დადგენა მოახდინოს კოდის ან დასახელების მიხედვით, ამისათვის ჩართეთ ფანჯარაში შესაბამისი ღილაკები.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|