სათაური |
აღწერა |
საბუთის დამატება არის ბუღალტერიის მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა მომხმარებელს მისცეს საშუალება ეკრანზე გამოიძახოს საჭირო სტანდარტული ოპერაციის ასარჩევი ფანჯარა (ბუღალტერია => საბუთის დამატება), სადაც მოცემულია მზა შაბლონები. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა–"ოპერაციის ტიპები": ფანჯარა წარმოადგენს ორსვეტიან ცხრილს:
ფანჯარას აქვს ორი ბრძანება:
| |
პირადი ბარათი არის ბუღალტერიის მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა გვაჩვენოს ანალიზურ ანგარიშებზე შესრულებული გატარებები თარიღების მიხედვით. დებიტორების პირადი ბარათი ნათელ სურათს გვაძლევს დებიტორული დავალიანების თანხების, მათ მიერ დაფარული და დარჩენილი დებიტორული დავალიანების შესახებ. ანალოგიურად ვალდებულებების ანგარიშები გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა ოდენობით წარმოექმნა საწარმოს ვალდებულებები, რამდენია დაფარული და კრედიტორული დავალიანების რა ნაშთი გააჩნია საწარმოს მოცემული მომენტისათვის. ასევე ნაშთები მოგვეწოდება სისტემაში არსებულ საბალანსო და ანალიზურ ანგარიშებზე (სალარო, ბანკი, გადასახდელი დღგ, ჩასათვლელი დღგ და ა.შ.). | |
გატარებული საბუთები არის ბუღალტერიის ბრძანება, ბუღალტერიის მოდულის ეს ბრძანება გვიჩვენებს გატარებულ საბუთებს დროის იმ პერიოდში, რომელსაც მივუთითებთ "თარიღის შუალედის" გრაფაში. "გატარებული საბუთები" ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა:
ფორმას მარჯვენა კუთხეში აქვს ღილაკი „დამატებითი“, მისი გამოყენებით გამოდის დამატებითი ელემენტები:
"გატარებული საბუთების" მენიუს აქვს ბრძანებები:
| |
ბალანსი არის მოდულის "ბუღალტერია" მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა გვაჩვენოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი სურათი დროის კონკრეტული მომენტისათვის, "განახლების" ბრძანებით ეკრანზე გამოვა პერიოდის განმავლობაში გამოყენებული ანგარიშების ჩამონათვალი, საწყისი ნაშთი, დებეტის ბრუნვა, კრედიტის ბრუნვა და საბოლოო ნაშთი. ბალანსი გვაწვდის ინფორმაციას როგორც ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე, ასევე დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ბრუნვებისა და ნაშთების შესახებ, თუ რა თანხისაა საწარმოს აქტივები, როგორია საქონლისა და მზა პროდუქციის ბრუნვები და ნაშთები, საწარმოს შესაფუთი, ტარა-მასალები და სხვა მარაგები. სრული სურათი გვაქვს საწარმოს შემოსავლების შესახებ, როგორც გაყიდვებიდან ასევე სხვა არასაოპერაციო შემოსავლებიდან, ასევე გვაძლევს ხარჯების ანალიზის საშუალებას, როგორიცაა ხელფასის ხარჯი, ძირითადი... დაწვრილებით | |
სხვადასხვა ოპერაციები (ბუღალტერია => საბუთის დამატება), არის ბუღალტერიის მენიუს ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი):
| |
ინვოისები არის მოდულის "ბუღალტერია" მენიუს ბრძანება (ბუღალტერია => ინვოისები), რომლის დანიშნულებაა მომხმარებლებზე საქონლის რეალიზაციის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ერთად თავმოყრა და შემდგომში გაერთიანებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა. "ინვოისები" ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ინვოისები": ფორმის მარცხენა ნაწილში განთავსებულია ჩანართი "ფილტრი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს ორ სტატიკურ ჩანართს: კლიენტები და პერიოდი, რომლებიც ფორმაში ფილტრის საშუალებასაც წარმოადგენენ.
| |
დღგ-ს ჩათვლა არის მოდულის "ბუღალტერია" მენიუს ბრძანება (ბუღალტერია => დღგ–ს ჩათვლა), რომლის დანიშნულებაა დღგ-ის ჩათვლის ოპერაციის შესრულება. ოპერააციის გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, როდესაც შეძენის ოპერაცია განხორციელებულია, მაგრამ ანგარიშ-ფაქტურა მოგვიანებით იქნა მიღებული. პროგრამაში გვაქვს ჩასათვლელი დღგ-ს ორი ანალიზური ანგარიში (მაგ: 3340000100 და 3340000200). პირველი ანალიზური ანგარიში გამოიყენება, როდესაც გვაქვს დღგ-ს ჩასათვლელი თანხა, მაგრამ ჩათვლა ჯერ არ განხორციელებულა ჩათვლის დოკუმენტის არქონის გამო. ანგარიშ-ფაქტურის მიღების შემდეგ კი დღგ-ს თანხას ვითვლით მეორე ანალიზურ ანგარიშზე. (მაგ: შეძენილია საქონელი და ჩასათვლელი დღგ-ს თანხამ შეადგინა 500 ლ. ფაქტურა არ არის მიღებული. ამიტომ ეს თანხა გატარდება: დ 3340000100 კ 3110000100 (500ლ.), ხოლო ანგარიშ-ფაქტურის... დაწვრილებით | |
rs.ge სერვისები (ბუღალტერია => rs.ge სერვისები) არის მოდულის "ბუღალტერია" მენიუს ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი):
|