Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები

ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოვა ფორმა "MOF ანგარიშ-ფაქტურების მართვა": 

 

ფორმაში მონაცემების გაფიტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტების მიხედვით:

  1. თარიღი;
  2. კლიენტი-სვეტში ვირჩევთ სასურველ კლიენტს;
  3. მხოლოდ ასატვირთი (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკი აქტიურია ჩანართში "საბუთები". როცა ღილაკი ჩართულია, მაშინ ფორმაში ჩანს, მხოლოდ ასატვირთი ფაქტურები;
  4. საბუთის ნომერი:
  5. შიდა-სვეტში იწერება საბუთის შიდა ნომერი, ველი არაა აქტიური ჩანართებში: "ფაქტურები", "მიღებული ფაქტურები";
  6. გარე-სვეტში იწერება საბუთის გარე ნომერი;
  7. ოპერაცია-სვეტში ირჩევენ ოპერაციის ტიპს, ველი არაა აქტიური ჩანართებში: "ფაქტურები", "მიღებული ფაქტურები";
  8. -მომხმარებელი, სვეტი არაა აქტიური ჩანართებში: "ფაქტურები", "მიღებული ფაქტურები".
ფორმას აქვს სამი ჩანართი:
  1. საბუთები;
  2. ფაქტურები-ჩანართში განახლების შემდეგ გამოჩნდება ჩვენს მიერ ატვირთული ფაქტურები;
  3. მიღებული ფაქტურები-ჩანართში ხდება ფაქტურების ნომრების ჩამოტვირთვა MOF-ის სერვერიდან.
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები:
  • განახლება;
  • მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა;
  • დამატება-ბრძანება აქტიურია მხოლოდ ჩანართში "საბუთები". იგი საშუალებას იძლევა დავამატოთ ახალი საბუთი-შევასრულოთ ოპერაცია;
  • გაგზავნა-ბრძანება ჩანს მენიუში, მხოლოდ ჩანართში "საბუთები" შესვლის დროს. იგი უზრუნველყოფს ანგარიშ-ფაქტურების გაგზავნას-ატვირთვას შემოსავლების სამსახურის სერვერზე, თუ საწარმო არ არის დღგ-ს გადამხდელი ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება, თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია ანგარიშ-ფაქტურა ატვირთოთ და გადაადზავნოთ, ხოლო უარყოფის შემთხვევაში აღნიშნული ქმედება არ შესრულდება;
  • რედაქტირება;
  • დადასტურება-ბრძანება აქტიურია ჩანართისათვის "ფაქტურები", მისი სშუალებით ხდება მყიდველისათვის ატვირთული ანგარიშ-ფაქტურების გადაგზავნა და მომწოდებლებისაგან გამოგზავნილი ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება;
  • გადაბმის წაშლა-ბრძანება უზრუნველყოფს MOF-ის სერვერზე ატვირთული ანგარიშ-ფაქტურის საიტზე წაშლის შემდეგ მის წაშლას სისტემაშიც, რადგან მომხმარებელს მიეცეს საშუალება, რომ თავიდან ატვირთოს ანგარიშ-ფაქტურა. თუ არ მოხდა სისტემაში გადაბმის წაშლა მაშინ განმეორებით ატვირთვა ვერ მოხერხდება. ვერ მოხერხდება აგრეთვე გატარებულ საბუთებში ამ საბუთის წაშლა;
  • წაშლა;
  • უარყოფა-ბრძანება გამოიყენება მომხმარებლისაგან გამოგზავნილი ანგარიშ-ფაქტურის უარსაყოფად, როდესაც მასში გამოვლენილია უზუსტობები. ბრძანება მენიუს ზოლში გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გადახვალთ ჩანართში "მიღებული ფაქტურები";
  • ა/ფ №-ს იმპორტი-ბრძანების დახმარებით ხდება MOF-ის სერვერიდან ანგარიშ-ფაქტურების ნომრების ჩამოტვირთვა, რომელიც ჩაიწერება გატარებული საბუთების სვეტში "საბუთის გარე ნომერი";
  • კორექტირების ა/ფ-ბრძანება უზრუნველყოფს MOF-ის სერვერზე ატვირთული ანგარიშ-ფაქტურის კორექტირებას. პირველ ეტაპზე ხდება გადაგზავნილი და დადასტურებული დასაკორექტირებელი ანგარიშ-ფაქტურის დაფიქსირება და ბრძანების გამოყენება, რის შემდეგაც ხდება კორექტირების ფორმის არჩევა:
  1. გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია;
  2. შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
  3. ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა;
  4. საქონელი (მომსახურება) სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება გამყიდველს.
კორექტირების ფორმის არჩევის შედეგად ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "დეტალები": 

 

მოქმედებების შესასრულებლად გამოიყენება ფორმის მარცხენა ქვედა კუთხეში არსებული ჩანართი, ფორმაში ასევე ნებისმიერი სასაქონლო სვეტის დარედაქტირებაა შესაძლებელი. 

ღილაკი "გენერაცია" უზრუნველყოფს უკან დაბრუნების ზედნადების მიბმას კორექტირების ანგარიშ-ფაქტურაზე. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "აირჩიეთ დაბრუნების ზედნადები": 

 

ზედნადების მონიშვნის (მონიშვნა შესაძლებელია Space-კლავიშით) და შენახვის ბრძანების გამოყენებით პირველადი ანგარიშ-ფაქტურის საქონლის რაოდენობა დაკორექტირდება ზედნადების მიხედვით. 

შენახვის შემდეგ კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურა ენიჭება სერია "ეკ", რის შემდეგადაც შესაძლებელია კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურის გადაგზავნა ბრძანებით დადასტურება.

  • დეტალები-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "დეტალები", სადაც მოცემულია გაგზავნილი (ან მიღებული) ფაქტურის დეტალები:

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!