საქონლის კოდის გარდაქმნა-ხშირად საქონლის მიღება მომწოდებლისაგან ხდება ყუთების (კოლოფების) სახით, ხოლო შედგომში რეალიზაცია ცალობით (ან წონით). ასეთ შემთხვევებში მიმართავენ საქონლის კოდის გარდაქმნას (ბუღალტერია => საბუთის დამატება => კოდის გარდაქმნა), რომლის მეშვეობით შესაძლებელია საქონლის ზომის ერთეულის შეცვლა-ყუთებით მიღებული საქონლის გადაყვანა ცალობაში (ან კილოგრამებში). ამ დროს სრულდება სტანდარტული საბუღალტრო ოპერაცია. ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ერთი ბუღალტრული გატარება:
საქონლის კოდის გარდაქმნის ოპერაციის შესრულებამდე, აუცილებლობას წარმოადგენს შემდეგი მოქმედებების შესრულება:
ფორმის ზედა ნაწილში განთავსებულია მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით, მის ქვემოთ კი ძირითადი სვეტები, რომლებიც თავის მხრივ ფორმაში ფილრტის საშუალებას გვაძლევენ, ხოლო ანალიზური ანგარიშების არჩევის და ფილტრის მოხსნის ბრძანების გამოყენებით ფორმაში განთავსდება კრედიტის სვეტში მითითებული ანალიზური ანგარიშის ნაშთები ცხრილის სახით (დაუმთავრებელი წარმოება). ფორმაში გამოტანილია ჩანართი"რეცეპტი", რომელიც საქონლის კოდის გარდაქმნის დროს არ გამოიყენება (შესაძლებელია ჩანართის დამალვა).
ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ სვეტების შევსებით:
სვეტების შევსების შემდეგ მოქმედებებს ვაგრძელებთ მენიუს ბრძანებების დახმარებით:
დადასტურების (Yes) შემდეგ შესრულდება საქონლის კოდის გარდაქმნის ოპერაცია და ეკრანზე გამოვა ახალი ფანჯარა ნახვის რეჟიმში. ფანჯარას აქვს მენიუ ბრძანებებით: ბეჭდვა და გასვლა.
საქონლის კოდის გარდაქმნის ბუღალტრული გატარების ნახვა შესაძლებელია „გატარებულ საბუთებში“ ან „პირად ბარათებზე“.
* შენიშვნა: შეტყობინება "რეცეპტი დარღვეულია" გამოდის იმიტომ, რომ ოპერაციაზე ჩაბმულია მზა პროდუქციის რეცეპტით მიღების ფორმა (ფორმა 1008).
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), 1008-მზა პროდუქციის მიღება, გატარებულ საბუთები,პირად ბარათები, საქონლის გადატანა, რეგისტრირებული.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|