საქონლის დეკომპლექტაცია
საქონლის რეალიზაცია სავაჭრო კომპანიების მიერ შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით. კერძოდ, კომპლექტებად ან კომპლექტის შემადგენელ ცალკეულ კომპონენტებად. ფორმის დანიშნულებაა შემოსავალში მიღებული საქონლის დეკომპლექტაცია (დანაწევრება შემადგენელ კომპონენტებად). ზოგიერთი სახეობის საქონლის რეალიზაცია მიზანშეწონილია ცალკეულ ნაწილებად, რადგან სხვადასხვა ნაწილის ფასი განსხვავებულია. მაგ: საწარმოში მიღებულია საქონლის ხორცი, რომლის შემადგენლობაში შედის: რბილი ხორცი, ძვლიანი ნაჭრები, არტალა, თავ-ფეხი და სხვა. ოპერაციის ფორმა ,,საქონლის დეკომპლექტაცია“ მთლიან საქონელს დაყოფს შემადგენელ კომპონენტებად და ამასთან ცალკეულ ნაწილებს მიაკუთვნებს თვითღირებულებას გასაყიდი ფასის ან მთლიანი თვითღირებულების საფუძველზე.
თუ საქონელი შემოსავალში აყვანილია იმ საწყობში, საიდანაც ხდება დანაწევრებული საქონლის რეალიზაცია, ჯერ იგი უნდა გადავიტანოთ ვირტუალურ საწყობში შიდა გადაადგილების ოპერაციით, განვახორციელოთ დეკომპლექტაციის ოპერაცია და შემდეგ გადავიტანოთ სარეალიზაციო საწყობში, ხოლო თუ საქონელი მიღებულია სხვა საწყობში, საიდანაც არ ხდება რეალიზაცია, მაშინ მისი გადაადგილება აღარ არის საჭირო და პირდაპირ შეგვძლია შევასრულოთ დეკომპლექტაციის ოპერაცია და მივიღოთ სარეალიზაციო საწყობში.
საქონლის დეკომპლექტაციისათვის ჯერ იქმნება დეკომპლექტაციის რეცეპტი და შემდეგ ვაწყობთ საქონლის დეკომპლექტაციის ოპერაციას შაბლონებში, შაბლონის შექმნისას გამოიყენება ფორმა 1109:
შაბლონიდან ჩანს ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ერთი ბუღალტრული გატარება:
ოპერაციის არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოვა ფორმა "საქონლის დაშლა":
ფორმაში დებეტში ვირჩევთ საწყობის ანალიზურ ანგარიშს, საიდანაც უნდა მოხდეს კომპლექტის შემადგენელი ნაწილების რეალიზაცია, ხოლო კრედიტში ვირჩევთ იმ საწყობს, სადაც განთავსებულია კომპლექტები. სვეტში "დასაშლელი პოდუქტი" ვირჩევთ დასაშლელ საქონელს (გამოჩნდება ყველა ის საქონელი, რომელთათვისაც შექმნილია დეკომპლექტაციის რეცეპტი), რაოდენობის ველში იწერება დასაშლელი კომპლექტის რაოდენობა. გასავლის სვეტში ავტომატურად ჩაიწერება დაშლის შედეგად მიღებული თითოეული კომპონენტის რაოდენობა. ცხრილის ორი სვეტი (არტიკული, ვადა) არის რედაქტირებადი, სადაც შეგვიძლია საჭირო ჩანაწერის გაკეთება ან ვადის არჩევა.
ფორმაში "შენახვა" ბრძანების გამოყენების შემდეგ შესრულდება საქონლის დეკომპლექტაციის ოპერაცია და იგი აისახება ბუღალტერიაში (გატარებული საბუთები) შესაბამისი ბუღალტრული გატარებით. ფორმაში რედაქტირებით შესვლის შემდეგ თვითღირებულების სვეტში გადატანილი იქნება თითოეული კომპონენტის თვითღირებულება, რომელიც გადაანგარიშებული იქნება მიღებული რაოდენობის შესაბამისად .
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), 1109, საქონლის კოდის გარდაქმნა, გატარებულ საბუთები,პირადი ბარათები.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|