Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საბითუმო რეალიზაცია

საქონლის საბითუმო რეალიზაცია არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება, კერძოდ, საქონლის საბითუმო რეალიზაცია. 

სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან. 

წინასწარ შექმნილი შაბლონი ამარტივებს ოპერაციის შესრულებას,შაბლონზე ჩაბმულია ფორმა 1018 (საქონლის რეალიზაცია საბითუმო ფასით). ოპერაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სალაროდან რეალიზაციის დროს ("Apex Cash"), ასევე საშუალება გვეძლევა რეალიზაცია მოვახდინოთ სალაროს გარეშე "Apex ERP"-ის ბაზიდან. სისტემიდან ოპერაციის შესრულება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე ხდება "ბუღალტერიის მოდულის" არჩევა, მომდევნო ეტაპზე "საბუთის დამატების" ბრძანების გამოძახება, მისი საშუალებით ვირჩევთ ოპერაციის კოდს "საბითუმო რეალიზაცია“, შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა „საბითუმო რეალიზაცია (დამატება)“: 

 

ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება სამი ბუღალტრული გატარება:

  1. დებეტი-7210 კრედიტი-1610 (რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ჩამოწერა);
  2. დებეტი-1410 კრედიტი-6110 (შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან);
  3. დებეტი-1410 კრედიტი-3330 (გადასახდელი დღგ-ს დარიცხვა).
თავდაპირველად ვავსებთ ოპერაციის დეტალებს:
  1. ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია საბუთის დამატების დროს, თუ განახორციელებთ ოპერაციის კოდის შეცვლას, საბუთი ბუღალტერიაში აისახება თავდაპირველად არჩეული ოპერაციის შესაბამისი კოდით;
  2. ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
  3. გადახდის თარიღი-მყიდველის მიერ თანხის გადახდის თარიღი;
  4. საბუთის №-სასაქონლო ზედნადების ნომერი, შეტანა ხდება ხელით ან სისტემა მიანიჭებს ნომერს ავტომატურად;
  5. ა/ფ №-იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში);
  6. დებეტი (Combo box)-ვირჩევთ მომხმარებელის ანალიზურ ანგარიშს, რომლზეც ხორციელდება საქონლის საბითუმო რეალიზაცია;
  7. კრედიტი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობის ანალიზურ ანგარიშს, საიდანაც ხდება საქონლის საბითუმო რეალიზაცია;
ფორმას აქვს ღილაკი ჩამრთველები (ალამი):
  1. ნაშთზე კონტროლი-ღილაკი ავტომატურად ჩართულია, ამ შემთხვევაში შეუძლებელია არსებულ ნაშთზე მეტი რაოდენობის რეალიზაცია, თუ ჩავწერთ ნაშთზე მეტს გამოვა შეტყობინება და სვეტში „რაოდენობა“ ჩანაწერი არ შეიცვლება, თუ ამოვრთავთ ღილაკს „ნაშთზე კონტროლი“, მაშინ ველში შესაძლებელი იქნება ნაშთზე მეტი რაოდენობის ჩაწერა (შეტყობინება აღარ გამოვა), მაგრამ მონაცემებს არ შეინახავს;
  2. საბუთის ავტომატური ბეჭდვა-ღილაკის ჩართვით ავტომატურად მოხდება საბუთის ამობეჭდვა;
  3. პროექტი-ღილაკის ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა;
ფანჯარას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით: * შენიშვნა-განხილულია ის შემთხვევა, როდესაც თვისებებში არ არის ჩართული ღილაკი Sopplier Code Priority

 

ვირჩევთ სარეალიზაციო საქონელს, შედეგად გააქტიურდება ბრძანება „ამორჩევა“, მისი გამოყენებით (Ctrl+S) ან მონიშნულ საქონელზე ორჯერ დაჭერით, მოხდება სარეალიზაციო საქონლის დამატება. ფორმიდან გაუსვლელად შეგვიძლია სარეალიზაციოდ სასურველი რაოდენობის და დასახელების საქონელის დამატება. 

ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე. 

საბითუმო რეალიზაციის ფორმის სვეტში „რაოდენობა“ ავტომატურად გადმოდის სარეალიზაციოდ არჩეული საქონლის მთლიანი ნაშთი. სვეტი „რაოდენობა“ აქტიურია და შესაძლებელი ხდება სარეალიზაციოდ განკუთვნილი რაოდენობის ჩაწერა. რედაქტირებადია აგრეთვე სვეტი "ფასი", ამ სვეტში გასაყიდი ფასი გადმოდის რეგისტრირებული საქონლის შესაბამისი სვეტიდან, თუმცა შესაძლებელია ფორმაში მისი ხელით შეცვლა. 

* შენიშვნა-განხილულია ის შემთხვევა, როდესაც თვისებებში ჩართულია ღილაკი Sopplier Code Priority

 

სარეალიზაიო საქონლის დასამატებლად გამოდის განსხვავებული ფანჯარა: 

ველში "ფასი" იწერება საქონლის საბითუმო ფასი, ხოლო "რაოდენობაში" გასაყიდი საქონლის რაოდენობა, ამ შემთხვევაში ველი "ყუთების რაოდენობა" ივსება ავტომატურად. თუ ყუთების რაოდენობას შევავსებთ ხელით, მაშინ ველი "რაოდენობა" შეივსება ავტომატურად.

  • შემოსავლები- თუ საქონლის საბითუმო რეალიზაციის ოპერაციის დროს გვსურს შემოსავალში მიღებული პარტიის სრულად რეალიზაცია, ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "შემოსავალი":
 

ფორმას აქვს ორი ჩანართი საქონლის შემოსავალი და შემოსავლის დეტალები. საქონლის შემოსავლის ჩანართში მოცემულია ინფორმაცია შესყიდვებზე, ხოლო შემოსავლის დეტალებში კი შეძენილ საქონელზე. კომბინირებული სარკმელი (Combo box) საშუალებას გვაძლევს გავფილტროთ საქონელი საწყობის და მომწოდებლის მიხედვით. 

ფანჯარას აქვს მენიუ ბრძანებებით:

  • განახლება;
  • ექსპორტი- ბრძანების გამოყენების შემდეგ, სარეალიზაციო საქონელი განთავსდება ოპერაციის ფორმაში (ბრძანება აქტიურია შემოსავლის დეტალების ჩანართში);
  • ნაშთის გადატანა-ბრძანება უზრუნველყოფს მომწოდებლის მიერ, კონკრეტული საბუთით მოწოდებული საქონლის სრულად გადატანას ფორმაში;
  • შემოსავლის გატატანა-ბრძანება ფორმაში ჩნდება "ნაშთის გადატანა" ბრძანების გამოყენების შემდეგ, მისი გამოყენების შედეგად "საქონლის გადაადგილების" ფორმაში კონკრეტული საბუთით მოწოდებული საქონლის ფაქტიური ნაშთი გადაიტანება;
  • გასვლა.
    • საქონლის დაბრუნება-ოპერაციების შესრულება შეიძლება რედაქტირების ფანჯარაში, ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება":
 

ფანჯარას აქვს მენიუ ბრძანებებით:

  • განახლება;
  • ყველას დაბრუნება-თუ ხდება რეალიზებული საქონლის სრულად დაბრუნება, მაშინ გამოიყენეთ ბრძანება „ყველას დაბრუნება“ და ფორმაში თითოეული საქონლისათვის ავტომატურად შეივსება სვეტი „დასაბრუნებელი“. თუ რეალიზებული საქონლის მხოლოდ ნაწილი ბრუნდება, მაშინ სვეტში „დასაბრუნებელი“ ხელით ჩაიწერება დასაბრუნებელი საქონლის რაოდენობა.
  • შესრულება-ბრძანების საშუალებით ხდება საქონლის დაბრუნების ოპერაციის შესრულება. დააჭირეთ ბრძანებას „შესრულება“ (Ctrl+S), მოხდება გაყიდული საქონლის უკან დაბრუნების ოპერაციის ბუღალტრული გატარება და შენახვა. დაბრუნების დროს სრულდება სამი ბუღალტრული გატარება:
    1. დებეტი-1610 კრედიტი-7210 (საქონლის მიღება სწყობში და თვითღირებულებით ჩამოწერილი საქონლის შემცირება);
    2. დებეტი-6120 კრედიტი-1410 (რეალიზაციის და მოთხოვნის შემცირება);
    3. დებეტი-3330 კრედიტი-1410 (დარიცხული დღგ-ის და მოთხოვნის შემცირება);
  • გასვლა.

შენიშვნა:
  1. დაბრუნების ოპერაციის შესრულება შეიძლება " როგორც გატარებული საბუთებიდანაც ' (ბუღალტერია => გატარებული საბუთები => რედაქტირება => სერვისი => საქონლის დაბრუნება), ასევე საქონლის უკან დაბრუნების ფორმაზე ჩაბმული შაბლონიდან.
  2. დაბრუნების დროს შესრულებული ბუღალტრული გატარებები არის ერთმანეთზე გადაბმული და ამიტომ დაბრუნების ოპერაციის წაშლის შემთხვევაში იშლება სამივე გატარება.
 

 

  • შენახვა-თუ საქონლის საბითუმო რეალიზაციის ოპერაციის შესრულების დროს (როცა შესრულებული გვაქვს სარეალიზაციო საქონლის დამატება), გაირკვა რომ რეალიზაცია მოცემული მომენტისათვის ვერ განხორციელდება, მაგრამ იგი შეიძლება განხორციელდეს მომავალში, სერვისის ბრძანება „შენახვაზე“ მაუსისი მარცხენა ღილაკზე დაჭერით შესაძლებელი ხდება შესრულებული სამუშაოს შენახვა ფაილის სახით „xml“ ფორმატში სასურველ მისამართზე.
  • ამოკითხვა-ბრძანებაზე მაუსის დაჭერით ავტომატურად გადავდივართ იქ სადაც შენახულია „xml“ ფორმატის ფაილი. ფაილის მონიშვნისა და „Open“ ღილაკის გამოყენების შემდეგ ხდება ფაილიდან ინფორმაციის სისტემაში დაბრუნება.
  • ტარა-შესაფუთი მასალები-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ტარა-შესაფუთი მასალები", რომელიც დარეგისტრირებული და მიღებული უნდა გვქონდეს მოდულში "ფიქსირებული აქტივები":
 

ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით: 

-განახლება, დამატება, შენახვა, გასვლა

ფორმაში "საბითუმო რეალიზაცია (დამატება)" მოქმედებების შესრულება შეიძლება კონტექსტური მენიუს დახმარებითაც, რომელსაც განსხვავებით მთავარი მენიუსაგან აქვს ბრძანება "ანალიზი" (ჩამონათვალის ღილაკი), რომლის დანიშნულებაა ფორმიდან გაუსვლელად მივიღოთ საქონლის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია:  

 

 

  • ზედნადების პარამეტრები-ბრძანების დანიშნულებაა სასაქონლო ზედნადების რეკვიზიტების სრულყოფილად შევსება ან საჭიროების შემთხვევაში შეცვლა (ძირითადი მონაცემები ზედნადებში გადმოდის სისტემის სხვადასხვა მოდულებიდან). ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ზედნადების ინფორმაცია":
 

ფანჯარას აქვს ორი ჩანართი: ძირითადი და ტრანსპორტი:

  • ძირითად ჩანართს აქვს შემდეგი სვეტები:
    • ნომერი და თარიღი-ნომრის სვეტში ავტომატურად გადმოდის რეალიზაციის ფანჯრის სვეტში "საბუთის №" შეტანილი ჩანაწერი, თუმცა შეიძლება მისი შეცვლა. თარიღის სვეტში მითითებულია ოპერაციის შესრულების თარიღი. ასევე შესაძლებელია მისი შეცვლა;
    • გამყიდველი-გამყიდველის გასწვრივ განთავსებულია ორი არააქტიური სვეტი: პირველში იეწერება გამყიდველის დასახელება, მეორეში -საიდენტიფიკაციო ნომერი. ორივე სვეტში მონაცემები გადმოდის ადმინისტრირების მოდულიდან (ადმინისტრირება => კომპანიის რეკვიზიტები) და მისი შეცვლა არ ხდება;
    • მყიდველი-ასევე შეიცავს ორ ტექსტურ სვეტს და მათში შესაძლებელია ჩანაწერების შეცვლა;
    • გამგზავნის მისამართი-სვეტი აქტიურია და შეიძლება ცვლილებების შეტანა;
    • მიმღების მისამართი-სვეტი აქტიურია;
    • გამგზავნი-სვეტი აქტიურია;
    • მიმღები-სვეტი აქტიურია;
  • ტრანსპორტის ჩანართზე გადასვლისას ეკრანზე გამოდის შემდეგი სვეტები და ღილაკები:
  • ოპერაციის შინაარსი-მოიცავს გადართვის ღილაკებს:
    • მიწოდება-მისი ჩართვა ხდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ჩვეულებრივ საბითუმო რეალიზაციას, შესაბამისად სასაქონლო ზედნადებში ოპერაციის შინაარსის სექტორში მონიშნული იქნება სტრიქონი "მიწოდება";
    • გადაზიდვა-ღილაკის ჩართვა ხდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს საქონლის ერთი საწყობიდან მეორეში გადატანას, როცა ისინი დაშორებულია ერთმანეთისაგან. სასაქონლო ზედნადებში მოინიშნება სტრიქონი "გადაზიდვა";
    • დისტრიბუცია-ღილაკის ჩართვა ხდება საქონლის დისტრიბუციის წესით რეალიზაციის დროს. სასაქონლო ზედნადებში მოინიშნება სტრიქონი "დისტრიბუცია";
  • მანქანის ნომერი (Combo box)-მონაცემები გადმოაქვს დისტრიბუციის მოდულიდან (დისტრიბუცია => პრესელერები => ექსპედიცია => მანქანები), სვეტი აქტიურია და შეძლება ჩანაწერის შეცვლა;
  • მანქანის მარკა-მონაცემები გადმოაქვს დისტრიბუციის მოდულიდან (დისტრიბუცია => პრესელერები => ექსპედიცია => მანქანები), სვეტი აქტიურია და შეძლება ჩანაწერის შეცვლა;
  • მძღოლის პირადი ნომერი-მონაცემები გადმოაქვს დისტრიბუციის მოდულიდან (დისტრიბუცია => პრესელერები => ექსპედიცია => მძღოლები), სვეტი აქტიურია და შეძლება ჩანაწერის შეცვლა;
ფანჯარას ორივე ჩანართზე აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა. ბრძანებების გამოყენების შემთხვევაში (ნებისმიერ ჩანართზე) ფანჯარა იხურება, ამიტომ მეორე ჩანართში ცვლილებების შესატანად საჭიროა ფანჯრის თავიდან გამოძახება.
  • ბეჭდვა (ჩამონათვალის ღილაკი):
    • გასავლის ზედდებული-იბეჭდება გასავლის ზედდებული (ბეჭდვა შესაძლებელია, მხოლოდ რედაქტირების ფანჯრიდან);
    • სასაქონლო ზედნადები-იბეჭდება სასაქონლო ზედნადები (ბეჭდვა შესაძლებელია, მხოლოდ რედაქტირების ფანჯრიდან);
    • ელექტრონული ზედნადები-იბეჭდება ელექტრონული ზედნადები (ბეჭდვა შესაძლებელია, მხოლოდ რედაქტირების ფანჯრიდან);
    • ფაქტურის დანართის ბეჭდვა-იბეჭდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი (ბეჭდვა შესაძლებელია, მხოლოდ რედაქტირების ფანჯრიდან).
საბითუმო რეალიზაციის ოპერაციის დასრულების შედეგად შესრულდება სამი ბუღალტრული გატარება:
  1. დებეტი-7210 კრედიტი-1610----რეალიზებული საქონლის თვითღირებულება;
  2. დებეტი-1410 კრედიტი-6110----შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან;
  3. დებეტი-1410 კრედიტი-3330----დღგ საქონლის რეალიზაციიდან.
შესრულებული ბუღალტრული გატარებების ნახვა და რედაქტირება შესაძლებელია „გატარებულ საბუთებში“ ან „პირად ბარათებზე“. 

საქონლის საბითუმო რეალიზაციის“ ფორმაში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს დახმარებითაც, რომელიც გარდა მთავარი მენიუს ბრძანებებისა, შეიცავს დამატებით ბრძანებას "ანალიზი". 

 

იხილეთ ასევე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!