Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მთავარი (General)

General არის თვისებების ჩანართი.ჩანართის ღილაკის გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა: 

 

ჩანართიდან ხდება სისტემაში სამუშაო შრიფტების არჩევა, ფორმებში არსებულ ტექტური ველებსა და combo box-ებისა და მათი საზღვრების ფერის შეცვლა და ა.შ. ჩანართს აქვს შრიფტების შესაცვლელი იმდენი combo box-ი, რამდენ ენაზე გადართვაც შეიძლება სისტემაში შესვლის დროს. შრიფტის არჩევის შემდეგ საწყისი შრიფტის დაბრუნება შეიძლება მოხრილ ისარზე დაწკაპებით. 

ფორმებში არსებულ ტექტური ველებსა და combo box-ებს გააქტიურების შემთხვევაში აქვს ღია ყვითელი ფონი. ფონის შესაცვლელად გამოიყენება "Focused back color" combo box-ი. 

 

ღილაკის ჩამოშლის შემდეგ ფერების ასარჩევი სამი ჩანართი:

  • Custom-აქედან ხდება სტანდარტული ფერის არჩევა ან სასურველი ფერის შექმნა და მისი არჩევა. სასურველი ფერის შესაქმნელად ფერის არმქონე უჯრაზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი, ეკრანზე გამოვა ფერების პალიტრა საიდანაც შესაძლებელია სასურველი ფერის გამოყვანა. ახალი ფერი დაემატება იმ უჯრაში სადაც დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი და ავტომატურად ჩაჯდება "Focused back color" combo box-ში;
  • Web-ჩანართიდან ხდება მზა ფერების (რომელთაც აქვთ კონკრეტული სახელები) არჩევა;
  • System-ჩანართში გვხვდება ასევე მზა ფერები.
მაგალითისათვის ავირჩიოთ Custom-ჩანართიდან ლურჯი ფერი, ავტომატურად ტექსტური ველები და combo box-ები გააქტიურების შემდეგ იქნება ლურჯი ფონით: 

 

საწყისი ფერის დასაბრუნებლად საკმარისია მოხრილი ისარის გამოყენება. 

სისტემის ფორმებში გამოყენებული ტექსტური ველებისა და combo box-ების საზღვრების ფერის შეცვლა ხდება "Focused border color" combo box-იდან ფონის შეცვლის ანალოგიურად. 

ჩანართის Auto block სექციაში განთავსებულია ღილაკი ჩამრთველი (ალამი) "Monitor user presence " და ღილაკი მთვლელი "Block period". ალამის ჩართვის შემთხვევაში სისტემა დაიბლოკება, ღილაკ მთვლელში მინიშნებული დროის გასვლის შემდეგ, სისტემაში შესვლას დასჭირდება პაროლის თავიდან შეყვანა. აღნიშნული ფუნქცია უზრუნველყოფს გახსნილი სისტემის დაცვას უცხო მომხმარებლისაგან. 

ჩანართის Misc სექციაში განთავსებულია ღილაკი ჩამრთველები:

  • Show Category captions-ღილაკის ჩართვით მოდულები ჯგუფდება კატეგორიების მიხედვით;
  • Use Incode insted of BCode-ღილაკის ჩართვის შემდეგ ბუღალტრული ოპერაციების შესრულების დროს იმ Combo box-ებში სადაც ხდება საქონლის არჩევა, თუ დავიწყებთ ციფრების აკრეფას (შტრიხკოდის ან შიდა კოდის შემადგენელი ციფრები)ციფრები ავტომატურად აიკრიფება შიდა კოდის ველში, ხოლო როცა ამორთულია-შტრიხკოდის ველში;
 

  • Sopplier Code Priority-ღილაკის ჩართვის შემდეგ ბუღალტრული ოპერაციების შესრულების დროს იმ combo box-ებში სადაც ხდება საქონლის არჩევა არტიკულის ველის გასწვრივ ემატება კიდევ ორი ველი სადაც ხდება შტრიხკოდისა და დასახელების ჩაწერა, ხოლო საქონლის დასახელების ასარჩევ Combo box-ში მარჯვენა კუთხეში ჩნდება მოხრილი ისარი, მისი გამოყენებით ხდება მონაცემების განახლება. ღილაკის ჩართვას ეფექტი აქვს იმ შემთხვევაში, როცა ბაზაში არის ათასობით დასახელების საქონელი. ასეთ სიტუაციაში საქონლის არჩევას საქონლის Combo box-დან სჭირდება დიდი დრო, ხოლო არტიკულის გასწვრივ მდებარე ველებში დასახელების ან მისი ფრაგმენტის (ან შტრიხკოდის ან შიდა კოდის) ჩაწერის შემთხვევაში, სისტემას ბაზიდან მოაქვს მხოლოდ ეს მონაცემი და პროცესი საგრძნობლად ჩქარდება:
 

ჩანართში შეტანილი ცვლილებები უნდა დაადასტუროთ "OK" ღილაკის გამოყენებით. 

  • -პროცესორის ბირთვების რაოდენობის ასარჩევი. ავირჩევთ ბირთვების რაოდენობას (რამდენ ბირთვიანიც არის პროცესორი), რაც მეტ ბირთვიანია პროცესორი მით უფრო ჩქარა იმუშავებს სისტემა;
 

  • -განვსაზღვრავთ მენიუს ზოლის სტილს (მაგ, როცა არჩეულია Office 2010, მაშინ მენიუს ზოლს აქვს ანალოგიური სტილი, რაც Office 2010-ის პროგრამაებს);
 

  • -უზრუნველყოფს შიდა კოდის გამოყენებას შტრიხკოდის ნაცვლად;
 

  • -გრაფიდან ხდება სკანერის პორტის არჩევა;
 

  • -განსაზღვრავს ფორმის დახურვის -ღილაკის ადგილმდებარეობას ფორმაში (ნაგულისხმევი (Default) მდებარეობა გულისხმობს ღილაკის განთავსებას ფორმის მარჯვენა ზედა კუთხეში);
 

  • -გრიდში ძებნის ნაგულისხმევი ხერხის არჩევა;
 

  • -ღილაკის ჩართვის შემდეგ შეგვიძლია დავაყენოთ დრო (დღე და საათი) და სისტემა ავტომატურად შეამოწმებს განახლებას;
 

  • -გრაფიდან ხდება სისტემის განახლების "ლოგინისა" და პაროლის შეცვლა;
 

  • -თუ ჩავრთავთ ღილაკს მაშინ ავტომატურად მოხდება სისტემაში ახალი მოდულების დამატება.
 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!