Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
თვისებები

თვისებები არის სისტემის მენიუს ბრძანება, თვისებებში შესასვლელად სრულდება მოქმედებათა თანმიმდევრობა: სისტემა => თვისებები

 

აღნიშნული ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის იმავე დასახელების ფანჯარა საიდანაც შესაძლებელია სისტემისათვის თვისებების შეცვლა. ფანჯარას აქვს ჩანართები:

  • General-ჩანართიდან ხდება სისტემაში სამუშაო შრიფტების არჩევა, ფორმებში არსებული ტექსტური ველებისა, combo box-ების და მათი საზღვრების ფერის შეცვლა და ა.შ.
  • Hot Keys-ჩანართში ხდება სხვადასხვა ოპერაციების სწრაფად შესასრულებლად კლავიშთა კომბინაციების შექმნა და შენახვა;
  • Apex MOF სერვისის პარამეტრები-ჩანართში ივსება MOF სერვისის პარამეტრები, რომელიც საჭიროა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ატვირთვა-ჩამოტვირთვისათვის;
  • ბაზასთან კავშირის პარამეტრები-იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას გააჩნია საცალო ვაჭრობის სალაროს ტერმინალები, ფანჯარაში ივსება სალაროების ბაზასთან კავშირის პარამეტრები.

სათაური 
აღწერა 
General არის თვისებების ჩანართი.ჩანართის ღილაკის გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:

ჩანართიდან ხდება სისტემაში სამუშაო შრიფტების არჩევა, ფორმებში არსებულ ტექტური ველებსა და combo box-ებისა და მათი საზღვრების ფერის შეცვლა და ა.შ. ჩანართს აქვს შრიფტების შესაცვლელი იმდენი combo box-ი, რამდენ ენაზე გადართვაც შეიძლება სისტემაში შესვლის დროს. შრიფტის არჩევის შემდეგ საწყისი შრიფტის დაბრუნება შეიძლება მოხრილ ისარზე დაწკაპებით.
ფორმებში არსებულ ტექტური ველებსა და combo box-ებს გააქტიურების შემთხვევაში აქვს ღია ყვითელი ფონი. ფონის შესაცვლელად გამოიყენება "Focused back color" combo box-ი.

ღილაკის ჩამოშლის შემდეგ ფერების ასარჩევი სამი ჩანართი:
  • Custom-აქედან ხდება სტანდარტული ფერის არჩევა ან სასურველი ფერის შექმნა და მისი არჩევა.... დაწვრილებით 
Hot Keys
არის თვისებების ჩანართი. ჩანართზე გადასვლის შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:

ჩანართს აქვს ცხრილის ფორმა, რომელიც შედგება ორი სვეტისაგან:
1. Command-სვეტში მოცემულია ბრძანებათა ჩამონათვალი;
2. Hot Kay-სვეტში მოცემულია კლავიშთა კომბინაცია, რომლის დახმარებითაც შეიძლება მის გასწვრივ მარცხნივ არსებული ბრძანების შესრულება მაუსის გარეშე.
ჩამონათვალში შესაძლებელია ჩანაწერის რედაქტირება, ამისათვის ორჯერ დააჭირეთ შესაცვლელ ჩანაწერზე, ეკრანზე გამოვა ფანჯარა: "Enter Shortcut"
კლავიშთა კომბინაციის შესაცვლელად ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი ორი კლავიში და დააჭირეთ, ველში ჩაიწერება არჩეულ კლავიშთა კომბინაცია. ჩანაწერის შენახვამდე ველში მარჯვენა კუთხეში არსებული მოხრილი ისარის გამოყენებით შესაძლებელია ცვლილების განხორციელებამდე არსებული ჩანაწერის აღდგენა (საწყის პოზიციაში დაბრუნება).
ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში არის ღილაკი „Reset Default... დაწვრილებით 
ბაზასთან კავშირის ელემენტები არის თვისებების ჩანართი. ჩანართი ივსება იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას გააჩნია საცალო ვაჭრობის სალაროს ტერმინალები, ჩანართის ველებში იწერება სალაროების ბაზასთან კავშირის პარამეტრები. ჩანართის ღილაკის გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:

ფანჯარას აქვს შემდეგი ტექსტური ველები:
  • მომხმარებელი-მომხმარებლის სახელი, რომლითაც სისტემა უკავშირდება სალაროს ბაზას;
  • პაროლი-პაროლი, რომელის აკრეფაც საჭიროა სალაროს ბაზასთან დასაკავშირებლად
  • SQL სერვერი-სერვერის დასახელება რომელზეც ჩაწერილია სალაროს ბაზა;
  • მონაცემთა ბაზა-მონაცემთა ბაზის დასახელება (სალაროს ბაზის დასახელება), რომლიდანაც ხდება სალაროს ინფორმაციის მიღება.
 
Apex MOF სერვისის პარამეტრები არის თვისებების ჩანართი, სადაც ივსება ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ატვირთვა-ჩამოტვირთვისათვის საჭირო პარამეტრები. ჩანართზე გადასვლის შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:

ფანჯარას აქვს შემდეგი ტექსტური ველები:
  • მისამართი-ველში იწერება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მისამართი.
  • მომხმარებელი-მომხმარებლის სახელი რომლითაც ხდება MOF სერვისთან დაკავშირება;
  • პაროლი-მომხმარებლის პაროლი MOF სერვისთან დაკავშირებისათვის;
  • Messege Size-www.rs.ge-ზე გასაგზავნი შეტყობინების ზომა.
ჩანართის Timeouts სექტორში განთავსებულია ღილაკი-მთვლელები:
  • Open-კავშირის დამყარების დრო, დრო რომლის განმავლობაშიც პროგრამა ცდილობს დაუკავშირდეს შემოსავლების სამსახურის სერვერს. თუ მითითებული დროის განმავლობაში კავშირი ვერ დამყარდა გამოდის შეტყობინება, რომ დაკავშირება ვერ ხერხდება;
  • Close-კავშირის დახურვის დრო, დრო რომლის განმავლობაშიც პროგრამა ცდილობს შემოსავლების სამსახურის სერვერთან კავშირის დახურვას;
  • Send-ინფორმაციის... დაწვრილებით 
საბითუმო სალარო არის თვისებების ჩანართი, სადაც ივსება საბითუმო სალაროს მუშაობისათვის საჭირო რეკვიზიტები. ჩანართზე გადასვლის შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:


ჩანართის გვერდზე განთავსებულია ოთხი სექცია: რეალიზაცია, გადახდა ნაღდი, გადახდა უნაღდო და ავტომატური შემოსავალი. თითოეულ სექციაში უნდა შეივსოს შესაბამისი ველები:
რეალიზაციას გააჩნია შემდეგი ველები:
  • ოპერაცია (Combo Box)-ველში არჩეულია საბითუმო სალაროსთვის შექმნილი სპეციალური ოპერაცია;
  • საწყობი-არჩეულია საწყობი, საიდანაც ხდება საბითუმო რეალიზაცია
  • შიდა ანგარიშსწორების დოკუმენტი-ველი შეიძლება დარჩეს ცარიელი ან ჩაიწეროს ფორმატის შესაბამისად საბუთის რიგითი ნომერი. ველში შეიძლება ჩაიწეროს 15 სიმბოლო (უფრო მეტის ჩაწერის შემთხვევაში დოკუმენტს მაინც არ გამოჰყვება 15 სიმბოლოზე მეტი). საბუთის შიდა ნომრის ადგილი უნდა აღნიშნოთ "{0}"-ით;
გადახდა ნაღდი-ივსება შემდეგი ველები:... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!