General არის თვისებების ჩანართი. ჩანართის ღილაკის გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:
ჩანართიდან ხდება სისტემაში სამუშაო შრიფტების არჩევა, ფორმებში არსებულ ტექტური ველებსა და combo box-ებისა და მათი საზღვრების ფერის შეცვლა და ა.შ. ჩანართს აქვს შრიფტების შესაცვლელი იმდენი combo box-ი, რამდენ ენაზე გადართვაც შეიძლება სისტემაში შესვლის დროს. შრიფტის არჩევის შემდეგ საწყისი შრიფტის დაბრუნება შეიძლება მოხრილ ისარზე დაწკაპებით.
ფორმებში არსებულ ტექტური ველებსა და combo box-ებს გააქტიურების შემთხვევაში აქვს ღია ყვითელი ფონი. ფონის შესაცვლელად გამოიყენება "Focused back color" combo box-ი.
ღილაკის ჩამოშლის შემდეგ ფერების ასარჩევი სამი ჩანართი:
საწყისი ფერის დასაბრუნებლად საკმარისია მოხრილი ისარის გამოყენება.
სისტემის ფორმებში გამოყენებული ტექსტური ველებისა და combo box-ების საზღვრების ფერის შეცვლა ხდება "Focused border color" combo box-იდან ფონის შეცვლის ანალოგიურად.
ჩანართის Auto block სექციაში განთავსებულია ღილაკი ჩამრთველი (ალამი) "Monitor user presence " და ღილაკი მთვლელი "Block period". ალამის ჩართვის შემთხვევაში სისტემა დაიბლოკება, ღილაკ მთვლელში მინიშნებული დროის გასვლის შემდეგ, სისტემაში შესვლას დასჭირდება პაროლის თავიდან შეყვანა. აღნიშნული ფუნქცია უზრუნველყოფს გახსნილი სისტემის დაცვას უცხო მომხმარებლისაგან.
ჩანართის Misc სექციაში განთავსებულია ღილაკი ჩამრთველები:
ჩანართში შეტანილი ცვლილებები უნდა დაადასტუროთ "OK" ღილაკის გამოყენებით.
-პროცესორის ბირთვების რაოდენობის ასარჩევი. ავირჩევთ ბირთვების რაოდენობას (რამდენ ბირთვიანიც არის პროცესორი), რაც მეტ ბირთვიანია პროცესორი მით უფრო ჩქარა იმუშავებს სისტემა;
-განვსაზღვრავთ მენიუს ზოლის სტილს (მაგ, როცა არჩეულია Office 2010, მაშინ მენიუს ზოლს აქვს ანალოგიური სტილი, რაც Office 2010-ის პროგრამაებს);
-უზრუნველყოფს შიდა კოდის გამოყენებას შტრიხკოდის ნაცვლად;
-გრაფიდან ხდება სკანერის პორტის არჩევა;
-განსაზღვრავს ფორმის დახურვის
-ღილაკის ადგილმდებარეობას ფორმაში (ნაგულისხმევი (Default) მდებარეობა გულისხმობს ღილაკის განთავსებას ფორმის მარჯვენა ზედა კუთხეში);
-გრიდში ძებნის ნაგულისხმევი ხერხის არჩევა;
-ღილაკის ჩართვის შემდეგ შეგვიძლია დავაყენოთ დრო (დღე და საათი) და სისტემა ავტომატურად შეამოწმებს განახლებას;
-გრაფიდან ხდება სისტემის განახლების "ლოგინისა" და პაროლის შეცვლა;
-თუ ჩავრთავთ ღილაკს მაშინ ავტომატურად მოხდება სისტემაში ახალი მოდულების დამატება.|
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|