საბითუმო სალარო არის თვისებების ჩანართი, სადაც ივსება საბითუმო სალაროს მუშაობისათვის საჭირო რეკვიზიტები. ჩანართზე გადასვლის შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:
ჩანართის გვერდზე განთავსებულია ოთხი სექცია: რეალიზაცია, გადახდა ნაღდი, გადახდა უნაღდო და ავტომატური შემოსავალი. თითოეულ სექციაში უნდა შეივსოს შესაბამისი ველები:
რეალიზაციას გააჩნია შემდეგი ველები:
- ოპერაცია (Combo Box)-ველში არჩეულია საბითუმო სალაროსთვის შექმნილი სპეციალური ოპერაცია;
- საწყობი-არჩეულია საწყობი, საიდანაც ხდება საბითუმო რეალიზაცია
- შიდა ანგარიშსწორების დოკუმენტი-ველი შეიძლება დარჩეს ცარიელი ან ჩაიწეროს ფორმატის შესაბამისად საბუთის რიგითი ნომერი. ველში შეიძლება ჩაიწეროს 15 სიმბოლო (უფრო მეტის ჩაწერის შემთხვევაში დოკუმენტს მაინც არ გამოჰყვება 15 სიმბოლოზე მეტი). საბუთის შიდა ნომრის ადგილი უნდა აღნიშნოთ "{0}"-ით;
გადახდა ნაღდი-ივსება შემდეგი ველები:
- ოპერაცია-ვირჩევთ ნაღდის შეტანის ოპერაციას, რომელის შაბლონიც წინასწარ არსებობს, ამ ოპერაციაზე ჩაბმულია ფორმა "1001";
- სალარო-არჩეულია ის სალარო, სადაც ხდება თანხის გადახდა;
გადახდა უნაღდო-ივსება შემდეგი ველები:
- ოპერაცია-ვირჩევთ ოპერაციას, რომელზედაც ჩაბმულია ფორმა "1000"
ავტომატური შემოსავალი-სექტორში განთავსებულია ღილაკი ჩამრთველი და ტექსტური ველი:
- შეუძლია ავტომატური შემოსავლის გატარება-ღილაკს თუ ჩართავთ მაშინ რეალიზაციის დროს ავტომატურად აიყვანს შემოსავალში იმ საქონელს, რომელიც ჯერ არ იყო აყვანილი შემოსავალში.
- ოპერაცია-ველში იწერება საქონლის ავტომატურად შემოსავალში აყვანისათვის შექმნილი ოპერაციის კოდი.