Apex ERP Documentation
|
1215-საქონლის დაბრუნება +პრესეილერი-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1215. ფორმა გამოიყენება პრესეილერის მიერ რეალიზებული საქონლის უკან დაბრუნების აღსარიცხად(დოკუმენტი- 0009 შემოსავლის ზედდებული). ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის შესრულების დროს ეკრანზე გამოდის საქონლის დაბრუნების ფორმა, სადაც დებეტის გრაფაში გვექნება მხოლოდ საწყობის არჩევის საშუალება, კრედიტის გრაფაში მხოლოდ დებიტორის არჩევის საშუალება, ხოლო პრესეილის გრაფა შეგვიძლია ავირჩიოთ კონკრეტული რეალიზაციის შემსრულებელის ან ღილაკი დამატების საშუალებით და მივიღოთ ინფორმაცია თუ რომელმა პრესეილერმა მოახდინა საქონლის მიწოდება დებიტორზე.
არჩევის ღილაკის საშუალებით ვირჩევთ პრესეილერს.
საქონლის გასავალი (დამატება)- დამატების ღილაკის საშუალებით ინფორმაცია დებიტორზე რეალიზაციის იდენტურია და რედაქტირებადი არის მხოლოდ რაოდენობის სვეტი, ცვლილების შეტანის შემდეგ, საშუალება გვაქვს საბუთის შენახვის.
1215-ფორმა, 1214-ფორმის და 1024-ფორმის ანალოგიურია თუმცაღა აქვს განსხვავებაც: 1214-ფორმაში საქონლის უკან დაბრუნების არჩევა ხდება რეალიზაციის საბუთის მიხედვით და 1024-ფორმაში კი მხოლოდ საწყობის და შესაბამისი ხარჯის ანალიზური ანგარიშის არჩევის შესაძლებლობა გვაქვს.
აღნიშნული ფორმით მომხმარებელს შეუძლია ისეთი შაბლონის აწყობა, რომლითაც შემდეგ გაატარებს საქონლის უკან დაბრუნებას და მას დააკავშირებს პრესეილერთან (ანალიზურ ცხრილებში).
*შენიშვნა-უკან დაბრუნების ოპერაციები სისტემაში სრულდება ავტომატურად. ამისათვის საკმარისის კონკრეტული რეალიზაციის დარედაქტირება და სერვისებში შესვლა (ბუღალტერია => გატარებული საბუთები => რედაქტირება => სერვისები => საქონლის დაბრუნება).
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), ფორმა-1024, ფორმა-1214, საქონლის შეძენა შიდა ბაზარზე.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|