9110-საქონლის ინვენტარიზაცია (შემოსავალი)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-9110. ფორმა გამოიყენება ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი საქონლის შემოსავალში ასაყვანად (დოკუმენტი- 0009 შემოსავლის ზედდებული. ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას:
- საქონლის შემოსავალში აღება;
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში)ანგარიშების მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
დებეტის ანგარიშის გრაფაში მიეთითება საქონლის ჯგუფის საბალანსო ანგარიშის ნომერი (161) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში არასაოპერაციო შემოსავლების ჯგუფის საბალანსო ანგარიშის ნომერი (819);
საქონლის ინვენტარიზაციის (შემოსავალი) ფორმას აქვს შემდეგი სახე:
თავდაპირველად ივსება ფორმის „დეტალების“ გრაფები:
- ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია თავიდანვე;
- ვალუტა (Combo box)-ვალუტა (GEL) არჩეულია თავიდანვე, თუმცა შეიძლება მისი პირიბითი ვალუტით შეცვლა;
- ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
- კურსი-კურსს აქვს პირობითი ერთეულის კურსის შესატანი გრაფა, ავტომატურად ივსება სისტემაში დაფიქსირებული მიმდინარე კურსის მიხედვით კურსების შეცვლა შესაძლებელია ხელით ჩაწერითაც;
- საბუთის №-შეტანა შესაძლებელია ხელით;
- დებეტი (საწყობი) (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, სადაც ხდება ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი საქონლის შემოსავალში აყვანა;
- კრედიტი (Combo box)-ვირჩევთ არასაოპერაციო შემოსავლების ანალიზურ ანგარიშს.
ფორმას აქვს ღილაკი ჩამრთველები (ალამი):
- პროექტი-ღილაკის ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა. საქონელი, რომლის შემოსავალში მიღება შენახულია პროექტის სახით, არ გამოჩნდება საქონლის ნაშთებში და შეუძლებელი იქნები მისი რეალიზაცია;
- საბუთის ავტომატური ბეჭდვა-ღილაკის ჩართვით ავტომატურად მოხდება საბუთის ამობეჭდვა.
მენიუს ზოლში არის გადართვის ღილაკები:
- ლარი-ღილაკს ჩართავენ მაშინ თუ საქონლის შემოსავალში მიღება ხდება ეროვნულ ვალუტაში;
- პირობითი-ღილაკს ჩართავენ მაშინ თუ საქონლის შემოსავალში მიღება ფიქსირდება პირობით ერთეულში, თუმცა დასაბეჭდ დოკუმენტებში ღირებულებები აისახება ლარში;
- ვალუტა-ღილაკს ჩართავენ მაშინ თუ საქონლის შემოსავალში მიღება ხდება უცხოურ ვალუტაში
ფანჯარას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
- განახლება;
- მონიშვნა, ინვერსია მოხსნა;
- დამატება;
- წაშლა;
- სერვისი (ჩამონათვალის ღილაკი):
- შენახვა-ბრძანება უზრუნველყოფს, საბუთში შეტანილი ინფორმაციის შენახვას Xml-ფორმატის ფაილში;
- ამოკითხვა-ბრძანება უზრუნველყოფს, Xml-ფორმატის ფაილში შენახული ინფორმაციის ამოკითხვას;
- გადაანგარიშება-ბრძანებით ხდება საბუთში დაფიქსირებული კურსის ცვლილების მიხედვით გადაანგარიშება;
- იმპორტი:
- იმპორტი მოწყობილობიდან-სპეციალური მოწყობილობიდან (ე.წ TSD) ხდება იმპორტი ოპერაციაში;
- იმპორტი მონაცემთა ბაზიდან-სპეციალური მოწყობლობიდან (ე.წ TSD) ფაილის სახით ხდება ინფორმაციის შენახვა ბაზაში და მომდევნო ეტაპზე იმპორტდება საბუთში.
- შედარება-ბრძანებით ხდება ოპერაციაში საქონლის ჩაყრა და შედარება (მონაცემების გაცვლა);
- შეკვეთაზე მიბმა-ბრძანება უზრუნველყოფს ლოჯისტიკის მოდულში შეკვეთაზე მიბმას, ბრძანების გამოყენებით შეკვეთას მიენიჭება სტატუსი "ბუღალტერიაში ასახული";
- იმპორტი-ბრძანება უზრუნველყოფს ოპერაციაში საქონლის დამატება განვახორციელოთ სისტემაში წინასწარ შექმნილი Microsoft Excel-ის ფაილის დახმარებით. იმპორტის ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "იმპორტი ექსელიდან":
- ფანჯარაში განთავსებულია ბრძანებები:
- ფაილის არჩევა-ბრძანებით ხდება Microsoft Excel-ის ფაილის მოძიება კომპიუტერში, არჩევის შედეგად ფაილში მითითებული საქონელი დაიმპორტდება ფანჯრის ზედა ნაწილში;
- შემოწმება-ბრძანება აქტიურდება მას შემდეგ, რაც Microsoft Excel-ის ფაილის არჩევა განხორციელდება, იგი უზრუნველყოფს შაბლონში მითითებული ინფორმაციია შემოწმებას. ბრძანების გამოყენების შედეგად, თუ რომელიმე ჩანაწერი არ შეესაბამება სისტემაში რეგისტრირებულ საქონელს განთავსდება ჩანართში "დაწუნებული შტრიხკოდები";
- შენახვა-ბრძანება აქტიურდება მას შემდეგ, რაც მოხდება იმპორტირებული ფაილის შემოწმება;
- შაბლონი-ბრძანება უზრუნველყოფს Microsoft Excel-ის ფაილის გადმოწერას თქვენს კომპიუტერში, შაბლონში პირველ ხაზზე მოცემულია საქონლის შესავდები გრაფების დასახელებები;
- გასვლა.
- საქონლის მითვლა-ბრძანება უზრუნველყოფს შემოსავალში აყვანილი საქონლის კონტროლს, ანუ რამდენად სწორად არის საბუთით მიღებული საქონელი და ფაქტიური რაოდენობა, მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:
- ფანჯარაში განთავსებულია ბრძანებები და ჩამრთველი ღილაკები:
- რედაქტირება;
- დამატება სკანერით (ღილაკი-ჩამრთველი)-ღილაკი ჩამრთველი უზრუნველყოფს სკანერით საქონლის დათვლას და შეტანას გრაფაში "დათვლილი რაოდენობა";
- ცხრილში რედაქტირება (ღილაკი-ჩამრთველი)-ღილაკი ჩამრთველი უზრუნველყოფს საქონლის დათვლილი რაოდენობის ხელით შეტანას გრაფაში "დათვლილი რაოდენობა";
- ფილტრის ავტოფოკუსი (ღილაკი-ჩამრთველი)-ღილაკი ჩამრთველი უზრუნველყოფს ფილტრის ავტოფოკუსს, რაც გულისხმობს ავტომატურ რეჟიმში ფილტრის ხაზზე დაბრუნებას და ფილტრის გრაფაში შეტანილი ინფორმაციის მარტივად მონიშვნას.
- გასვლა.
- ბეჭდვა (ჩამონათვალის ღილაკი):
- შენახვა;
- გასვლა.
- ხარჯების დარიცხვა.
ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე.
9110 ფორმა ჩაბმულია საქონლის ინვენტარიზაციის ოპერაციაზე.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), ფორმა-1024, საქონლის შეძენა შიდა ბაზარზე.