Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1109-საქონლის დეკომპლექტაცია

1109-საქონლის დეკომპლექტაცია-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1109. ფორმა გამოიყენება საქონლის "კომპლექტის" შემადგენელ კომპონენტებად დაშლის ოპერაციის აღსარიცხად(დოკუმენტი- 0026 მზა პროდუქციის წარმოება რეცეპტით). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. 

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში მიეთითება იმ საწყობის საბალანსო ანგარიში (16) საიდანაც მოხდება კომპლექტის კომპონენტების რეალიზაცია, ხოლო კრედიტის გრაფაში-იმ საწყობის საბალანსო ანგარიში (16), სადაც ინახება საქონლის კომპლექტი. 

 

დეკომპლექტაციის ფორმას აქვს შემდეგი სახე: 

 

ფანჯრის ზედა ნაწილში განთავსებულია მენიუს ზოლი, მის ქვემოთ (შუა ნაწილი) ძირითადი გრაფები და შემდეგ ცხრილი

ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით:

  • ოპერაცია (Combo box)-ოპერაცია არჩეულია ავტომატურად;
  • ოპ. თარიღი;
  • შიდა ნომერი;
  • გარე ნომერი;
  • დებეტი (Combo box)-კომპლექტის კომპონენტების საწყობი;
  • კრედიტი (Combo box)-საქონლის კომპლექტის საწყობი;
  • დასაშლელი პროდუქტი (Combo box)-გრაფაში გამოჩნდება ის საქონელი, რომლისთვისაც შექმნილია დეკომპლექტაციის რეცეპტი, საიდანაც ვირჩევთ სასურველ საქონელს;
  • რაოდენობა-გრაფაში ხელით იწერებადასაშლელი კომპლექტის რაოდენობა;
  • კოდი-დასაშლელი საქონლის კოდი;
  • ვადა-პროდუქტის ვარგისიანობის ვადა.
 

ფორმას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), საქონლის დეკომპლექტაცია, გატარებულ საბუთები,პირად ბარათები. 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!