მზა პროდუქციის მიღება რეცეპტით (ბუღალტერია => საბუთის დამატება => მზა პროდუქციის მიღება) არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება, კერძოდ, მზა პროდუქციის მიღება წინასწარ განსაზღვრული რეცეპტით. რეცეპტის შედგენამდე აუცილებლობას წარმოადგენს, რეცეპტში შემავალი საქონლის ცნობარების მოდულში დარეგისტრირება.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.
ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ერთი ბუღალტრული გატარება:
- დებეტი-1640 კრედიტი-1630 (მზა პროდუქციის მიღება რეცეპტით).
ოპერაციის ასაწყობად იქმნება
შაბლონი, რომელზეც ჩაბმულია
ფორმა 1008 (მზა პროდუქციის მიღება). მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე ხდება "
ბუღალტერიის მოდულის" არჩევა, მომდევნო ეტაპზე "
საბუთის დამატების" ბრძანების გამოძახება, მისი საშუალებით ვირჩევთ ოპერაციის კოდს , ამორჩევის ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა ოპერაციისათვის განკუთვნილი ფორმა „
მზა პროდუქციის მიღება“:
ფანჯრის ზედა ნაწილში განთავსებულია მენიუს ზოლი, მის ქვემოთ (შუა ნაწილი) ძირითადი ველები და შემდეგ ცხრილი. ფორმაში გამოტანილია ჩანართი"რეცეპტი".
ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ ველების შევსებით:
- ოპერაცია (Combo box)-ოპერაცია არჩეულია ავტომატურად;
- ოპ. თარიღი;
- შიდა ნომერი;
- გარე ნომერი;
- დებეტი (Combo box)-სცეტში ვირჩევთ მზა პროდუქციის საწყობის ანალიზურ ანგარიშს;
- კრედიტი (Combo box)-სვეტში ვირჩევთ დაუმთავრებელი წარმოების ანალიზურ ანგარიშს;
- გამოსაშვები პროდუქტი (Combo box)-ვირჩევთ რეცეპტით გამოსაშვები პროდუქტის დასახელებას, მისი არჩევის შემდეგ ჩანართში "რეცეპტები" გამოჩნდება გამოსაშვები პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტები;
*შენიშვნა-იმ შემთხვევაში თუ გვინდა ერთი სახის შემადგენელი კომპონენტი ჩავანაცვლოთ სხვა რომელიმე ნედლეულით, ჩავრთავთ ბრძანებას ფილტრის მოხსნა, რის შემდეგაც გამოჩნდება დაუმთავრებელ საწყობში არსებული საქონლის ჩამონათვალი, მოვნიშნავთ საჭირო ნედლეულს, გასავლის სვეტში ჩავწერთ საჭირო რაოდენობას და ვაფიქსირებთ შენახვის ბრძანებით.
- რაოდენობა-სვეტში ხელით იწერება გამოსაშვები პროდუქტის რაოდენობა;
- კოდი-გამოსაშვები პროდუქტის კოდი;
- ვადა-პროდუქტის ვარგისიანობის ვადა;
სვეტების შევსების შემდეგ მოქმედებებს ვაგრძელებთ მენიუს ბრძანებების დახმარებით:
- გასვლა;
- ფილტრის მოხსნა-ბრძანების გამოყენებით ცხრილში გამოჩნდება ყველა ის ნედლეული, რომელიც გადაცემულია დაუმთავრებელ წარმოებაში;
- გადათვლა-ბრძანების გამოყენებით დაუმთავრებელი წარმოებიდან ჩამოიწერება პროდუქციის გამოსაშვებად საჭირო ინგრედიენტების რაოდენობა (რეცეპტით პროდუქციის ერთეულისათვის განსაზღვრული რაოდენობა გამრავლდება გამოსაშვები პროდუქციის რაოდენობაზე);
- შენახვა- ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის შეტყობინება: "დავასრულო ოპერაცია?", დადასტურების შემთხვევაში (OK) თუ ზუსტადაა დაცული რეცეპტი, ეკრანზე გამოვა ახალი ფანჯარა ნახვის რეჟიმში. ფანჯარას აქვს მენიუ ბრძანებებით: ბეჭდვა და გასვლა. როდესაც დარღვეულია რეცეპტი ეკრანზე გამოდის ახალი შეტყობინება, რომელიც გვამცნობს, რომ დარღვეულია რეცეპტი, შეტყობინებაში გამოტანილი იქნება იმ ინგრედიენტის დასახელება, რომლის რაოდენობაც დარღვეულია (ან თუ ხელოვნურად დამატებულია ისეთი ინგრედიენტი, რომელიც არ შედის რეცეპტში)
თუ გვსურს პროდუქციის გამოშვება დარღვეული რეცეპტით, მაშინ უნდა დავადასტუროთ Yes-ღილაკით.
მზა პროდუქციის გამოშვების ბუღალტრული გატარების ნახვა შესაძლებელია „გატარებულ საბუთებში“ ან „პირად ბარათებზე“.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), 1008-მზა პროდუქციის მიღება, გატარებულ საბუთები,პირად ბარათები.