რეცეპტით მიღებული პროდუქტის დაშლა
ხშირად საჭირო ხდება საკუთარ წარმოებაში რეცეპტით გამოშვებული პროდუქტის დაშლა შემედგენელ კომპონენტებად და შემდეგ მისი ცალ-ცალკე რეალიზაცია ან დაშლის შედეგად მიღებული კომპონენტებისაგან ახალი პროდუქტის მიღება. ფორმით შესაძლებელია რეცეპტით მიღებული ისეთი პროდუქტის დაშლა შემადგენელ ნაწილებად, რომელთა ცალკ-ცალკე გაყიდვა, ან ცალკე გამოყოფა შესაძლებელია. მაგალითად: სასაჩუქრე კალათა ან სათამაშოების კომპლექტი. ვიდრე შევასრულებდეთ მზა პროდუქტის დაშლის ოპერაციას, საჭიროა მისი გადატანა დაუმთავრებელი წარმოების საწყობში შიდა გადაადგილების ოპერაციით, რათა დაშლის ოპეაციის შესრულებისას კრედიტის სტრიქონში შვძლოთ დაუმთვრებელი წარმოების საწყობის ამოჩევა, ხოლო დებეტის სტრიქონში ის საწყობი, სადაც მივიღებთ დაშლილი პროდუქტის შემადგენელ კომპონენტებს. ამისათვის წინასწარ უნდა ავაწყოთ ოპერაცია რომელსაც პირობითად დავარქვათ სახელი "რეცეპტით მიღებული საქონლის დაშლა". ოპერაციის აწყობა ხდება შაბლონებში. ოპერაციის შაბლონის აწყობისას გამოიყენება ფორმა 1009:
როგორც შაბლონიდან ჩანს ოპერაციის შესრულების შედეგად შესრულდება ერთი ბუღალტრული გატარება:
დებეტი 16%% (დაშლის საწყობი) კრედიტი 16%% (რეცეპტით მიღებული საქონლის საწყობი).
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.
ჩვენს მიერ აწყობილი საქონლის დაშლის ოპერაციის შაბლონი გამოჩნდება საბუთის დამატებაში. ოპერაციის ამორჩევის შედეგად ეკრანზე გამოვა ფორმა "საქონლის დაშლა":
დებეტის ველში ვირჩევთ საწყობს სადაც განთავსდება დაშლის შედეგად მიღებული კომპონენტები, ხოლო კრედიტის ველში იმ საწყობს, სადაც განთავსებულია დასაშლელი საქონელი. დასაშლელი პროდუქტის ველში ვირჩევთ დასაშლელ პროდუქტს, რაოდენობის ველში ვუთითებთ დასაშლელ რაოდენობას, შედეგად ცხრილში გამოჩნდება დაშლის შედეგად მისაღები კომპონენტები. ცხრილის გასავლის სვეტის ველებში ავტომატურად იწერება დაშლის შედეგად მიღებული კომპონენტების რაოდენობა. იგი იცვლება რაოდენობის ველში ცვლილების განხორციელების შესაბამისად. ცხრილის ორი სვეტი (არტიკული, ვადა) არის რედაქტირებადი, სადაც შეგვიძლია საჭირო ჩანაწერის გაკეთება ან ვადის არჩევა.
ფორმაში "შენახვა" ბრძანების გამოყენების შემდეგ სრულდება საქონლის დაშლის ოპერაცია და იგი აისახება ბუღალტერიაში (გატარებული საბუთები) შესაბამისი ბუღალტრული გატარებით.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), 1009, საქონლის კოდის გარდაქმნა, გატარებულ საბუთები,პირადი ბარათები.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|