Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1009-საქონლის დაშლა

1009-საქონლის დაშლა-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1009. ფორმა გამოიყენება რეცეპტით მიღებული მზა პროდუქციის შემადგენელ კომპონენტებად დაშლის ოპერაციის აღსარიცხად(დოკუმენტი- 0026 მზა პროდუქციის წარმოება რეცეპტით). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. 

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის გრაფაში ვირჩევთ საწყობს, სადაც განთავსდება დაშლის შედეგად მიღებული კომპონენტები, ხოლო კრედიტის გრაფაში იმ საწყობს, სადაც განთავსებულია დასაშლელი საქონელი. 

 

მზა პროდუქციის მიღების ფორმას აქვს შემდეგი სახე: 

 

ფანჯრის ზედა ნაწილში განთავსებულია მენიუს ზოლი, მის ქვემოთ (შუა ნაწილი) ძირითადი ველები და შემდეგ ცხრილი. ფორმაში გამოტანილია ჩანართი"რეცეპტი". 

ფორმასთან მუშაობას ვიწყებთ გრაფების შევსებით:

  • ოპერაცია (Combo box)-ოპერაცია არჩეულია ავტომატურად;
  • ოპ. თარიღი;
  • შიდა ნომერი;
  • გარე ნომერი;
  • დებეტი (Combo box)-მზა პროდუქციის საწყობი;
  • კრედიტი (Combo box)-დაუმთავრებელი წარმოება;
  • გამოსაშვები პროდუქტები (Combo box)-რეცეპტის დასახელება, მისი არჩევის შემდეგ ჩანართში "რეცეპტები" გამოჩნდება რეცეპტის შემადგენელი ინგრედიენტები;
  • რაოდენობა-გრაფაში ხელით იწერება გამოსაშვები პროდუქტის რაოდენობა;
  • კოდი-გამოსაშვები პროდუქტის კოდი;
  • ვადა-პროდუქტის ვარგისიანობის ვადა.
 

ფორმას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:

საქონლის დაშლის ფორმა ჩაბმულია შემდეგ ოპერაციებზე:
  • მზა პროდუქციის მიღება რეცეპტით;
  • კოდის გარდაქმნა.
 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), 1008-მზა პროდუქციის მიღება, გატარებულ საბუთები,პირად ბარათები. 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!