Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ხარჯის დამატება საქონელზე

ხარჯის დამატება 

ბრძანება "ხარჯების დარიცხვა" გამოიყენება თვითღირებულების გადასაანგარიშებლად, როდესაც თვითღირებულებას (ინვოისის ან ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით) ემატება ტრანსპორტირების, შენახვის, იმპორტის გადასხადის, საბაჟო მომსახურეობის და სხვა თვითღირებულებაში შემავალი ხარჯები. ბრძანება აქტიურდება საქონლის შეძენის ამსახველი ოპერაციის შემდეგ, რედაქტირების რეჟიმში (ბუღალტერია=>გატარებული საბუთები). ხარჯის ამსახველი ოპერაციის გატარება ხდება მემორიალური ორდერის საშუალებით, დებეტის სვეტში ხდება იმ საწყობის ანალიზური ანგარიშის არჩევა, სადაც განხორციელდა საქონლის შემოსავალში აყვანა, ხოლო კრედიტის სვეტში ხდება ვალდებულების შესაბამისი ანალიზური ანგარიშის არჩევა (მაგ: იმპორტის გადასახადის ვალდებულება, საბაჟო გადასახადის ვალდებულება და ა.შ.).

  • ხარჯების დარიცხვა-ბრძანების გამოყენების სედეგად ეკრანზე გამოდის ფანჯარა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან:

 

ფანჯრის ზედა ნაწილში ჩანს მემორიალური ორდერით შესრულებული ხარჯების ამსახველი გატარებები, რომლებიც ჯერ არ არის გადანაწილებული საქონლის თვითღირებულებაზე. ვირჩევთ იმ გატარებებს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია შეძენილ საქონელთან და ველში „მონიშნული“ ვუთითებთ მისაკუთვნებელ თანხას, თუ ხარჯის ამსახველი გატარებიდან მთლიანი თანხის გადანაწილება გვსურს მაუსის მარცხენა ღილაკზე ორჯერ დაჭერით მთლიანი თანხა ჩაიწერება ავტომატურად (გარდა „მონიშნული“ ველისა). ფორმა ზღუდავს გატარებულ საბუთში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის ჩაწერას, აღნიშნული ქმედების დროს ეკრანზე გამოვა შეტყობინება: „ჩათვლას დასაქვემდებარებელი თანხა აღემატება არსებულს“. ზედმეტად ჩაწერილი თანხა არ ფიქსირდება. 

ველში „მონიშნული“ თანხის მითითების შემდეგ გააქტიურდება ბრძანება „დამატება“, მისი დახმარებით ხდება მონიშნული თანხების გადატანა ფანჯრის ქვედა ნაწილში და შესაბამისად თვითღირებულებაზე დამატება, თუ ფანჯრის ქვედა ნაწილში შეცდომით იქნა გადატანილი თანხა მაშინ მაუსი დააჭირეთ ბრძანებას „მოხსნა“ და თვითღირებულებაზე შეცდომით დამატებული თანხა მოხსნილი და გადატანილი იქნება ფანჯრის ზედა ნაწილში. ფანჯარაში შესაძლებელია ახალი დარიცხვის შესრულება, ამისათვის მაუსი დააჭირეთ ბრძანებას „ახალი დარიცხვა“, გამოვა მემორიალური ორდერის ფანჯარა, გატარების შესრულების შემდეგ იგი დაემატება ფანჯრის ზედა ნაწილში, საიდანაც შესაძლებელი იქნება თანხის თვითღირებულებაზე გადანაწილება. 

 

როცა შემოსავლის ერთი საბუთით შეძენილია ერთ ცალზე მეტი საქონელი, მაშინ ხარჯის გადანაწილება ხდება მათი შესყიდვის ფასის პროპორციულად. 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!