Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
გატარებული საბუთები

გატარებული საბუთები არის ბუღალტერიის ბრძანება (ბუღალტერია => ანალიზი => გატარებული საბუთები). იგი წარმოადგენს Pivot table-ს, რომლის დანიშნულებაა გვაჩვენოს გატარებული საბუთები თარიღების მიხედვით. ცხრილის თითოეულ სტრიქონში მოცემულია კონკრეტულ თარიღში შესრულებული გატარებები ჯამურად. 

აღნიშნული ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "გატარებული საბუთები (ანალიზი)": 

 

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:

  • თარიღის შუალედი;
  • დებეტის ანგარიში (Combo box);
  • კრედიტის ანგარიში (Combo box);
  • საბუთის № (შიდა);
  • საბუთის № (გარე)-იწერება ანგარიშ-ფაქტურის ნომერი;
  • ოპერაციის ტიპი-მოცავს ორ სვეტს:
    • ოპერაციები (Combo box)-სვეტში ირჩევენ ოპერაციის ტიპს და ცხრილში გამოვა მხოლოდ ამ ოპერაციის შესაბამისი ჩანაწერები;
    • ოპერაციის დეტალები (Combo box)-სვეტში ხდება ოპერაციის დეტალების არჩევა. მაგალითად , თუ ავირჩევთ "12002"-ს, მაშინ ცხრილში გამოვა საქონლის შიდა ბაზარზე შეძენის ოპერაციის გატარებებიდან მხოლოდ გადახდილი დღგ-ს გატარებები:
  • (Combo box)-ირჩევენ ვალუტას;
  • (Combo box) -ირჩევენ მომხმარებელს.

ფორმას მარჯვენა კუთხეში აქვს ღილაკი „დამატებითი“, მისი გამოყენებით გამოდის დამატებითი ელემენტები:

  • საბ. ანგარიში (დბ) (Combo box);
  • საბ. ანგარიში (კრ) (Combo box);
  • თანხა-ელემენტის დახმარებით შესაძლებელია გატარებული საბუთების გაფილტვრა თანხის მიხედვით, ამისათვის ჩართეთ ღილაკი-ჩამრთველი (ალამი), გააქტიურდება სვეტები: "მინიმუმი" და "მაქსიმუმი". ჩაწერეთ თანხები და განაახლეთ, გატარებული საბუთები გაიფილტრება და დარჩება მხოლოდ ის გატარებები, რომელთა თანხებიც მოთავსებულია თანხა "მინიმუმსა" და თანხა "მაქსიმუმს" შორის.

ფორმის მენიუს აქვს ბრძანებები და ღილაკები:

ცხრილის უჯრებში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "დეტალური გაშიფვრა": 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), Pivot table, გატარებული საბუთები. 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!