Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
დღგ

დღგ არის ბუღალტერიის მენიუს (ბუღალტერია => ანალიზი => დღგ) ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი): 

 

სათაური 
აღწერა 
წარმოშობილი დღგ–ს აქტივის გაშიფვრა არის ბუღალტერიის მენიუს (ბუღალტერია => ანალიზი => დღგ => წარმოშობილი დღგ–ს აქტივის გაშიფვრა) ბრძანება. მისი დანიშნულებაა საანგარიშო პერიოდში ინფორმაცია მოგვაწოდოს ჩასათვლელი დღგ-ს შესახებ გაშიფრულად. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე ავტომატურად გამოდის მიმდინარე თვეში ჩასათვლელი დღგ-ს თანხები, თარიღებისა და მომწოდებლების მიხედვით, გარდა ჩასათვლელი დღგ-ს თანხისა ფორმაში მოცემულია ინფორმაცია ანგარიშ-ფაქტურის შესახებ. ფორმიდან შესაძლებელია ავირჩიოთ სასურველი საოპერაციოი პერიოდი.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფორმა "წარმოშობილი დღგ–ს აქტივის გაშიფვრა":

ფორმა წარმოადგენს Grid-ს. მას აქვს წელიწადის ჩასაწერი და თვეების ასარჩევი სვეტები (Combo box). წელიწადის ჩასაწერ სვეტში თუ ჩავწერთ წელიწადს, მაშინ მათი არჩევა შესაძლებელი იქნება ჩამოსაშლელი ისრის საშუალებით,... დაწვრილებით 
დღგ–ს ვალდებულებების გაშიფვრა არის ბუღალტერიის მენიუს (ბუღალტერია => ანალიზი => დღგ => დღგ–ს ვალდებულებების გაშიფვრა) ბრძანება. მისი დანიშნულებაა ინფორმაცია მოგვაწოდოს საანგარიშო პერიოდში დარიცხული გადასახდელი დღგ-ს შესახებ გაშიფრულად. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე ავტომატურად გამოდის მიმდინარე თვეში გადასახდელი დღგ-ს თანხები, თარიღებისა და მყიდველების მიხედვით. ფორმიდან შესაძლებელია ავირჩიოთ სასურველი საოპერაციოი პერიოდი.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფორმა "დღგ-ს ვალდებულებების გაშიფვრა":

ფორმა წარმოადგენს Grid-ს. მას აქვს წელიწადის ჩასაწერი და თვეების ასარჩევი სვეტები (Combo box). წელიწადის ჩასაწერ სვეტში თუ ჩავწერთ წელიწადს, მაშინ მათი არჩევა შეგვეძლება ჩამოსაშლელი ისრის საშუალებით, ხოლო ჩამონათვალში სტრიქონის ამოშლა შეიძლება თითოეული სტრიქონის მარჯვნივ მდებარე ღილაკის გამოყენებით:

დღგ-ს... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!