Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ხელშეკრულებები

ხელშეკრულებები არის მოდულის "ხელშეკრულებები" ბრძანება (ხელშეკრულებები => ხელშეკრულებები), რომლის დანიშნულებაა მყიდველებთან ხელშეკრულებების გაფორმება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები (ფასდაკლების პროცენთი, კონსიგნაციის ლიმიტი, რეალიზაცია დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით და სხვა) გათვალისწინებული იქნება სისტემის სხვადასხვა მოდულებში და სხვადასხვა ოპერაციებში. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "ხელშეკრულებები": 

 

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და კონტრაქტორის ასარჩევი გრაფა (Combo box), აღნიშნული ელემენტების დახმარებით ხდება ფორმის გაფილტვრა. 

ფორმაში მოქმედებების შესასრულებლად ვიყენებთ მთავარი მენიუს ან კონტექსტური მენიუს ბრძანებებს, რომლებიც იდენტურია:

 

ფანჯარას აქვს სამი ჩანართი: ზოგადი, მინდობილობები, შენიშვნა.

  • ჩანართში "ზოგადი" ივსება შემდეგი გრაფები:
    • ხელშეკრულების შაბლონი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ ხელშეკრულების შაბლონს (შეკვეთა, სერვისი და სხვა);
    • სტატუსი (გადართვის ღილაკი)-უნდა ჩავრთოთ საჭირო ღილაკი. თუ ხელშეკრულება შექმნისთანავე იქნება მოქმედი, მაშინ უნდა ჩავრთოთ ღილაკი "მოქმედი";
    • კონტრაქტორი (Combo Box)-ირჩევენ მყიდველს ვისთანაც ფორმდება კონტრაქტი;
    • ხელშეკრულების №-იწერება კონტრაქტის ნომერი;
    • ხელშეკრულების ტიპი (Combo Box)-ირჩევენ ხელშეკრულების ტიპს (გენერალური, სდანდარტული და სხვა);
    • დაწყების თარიღი-წარმოადგენს თარიღის ელემენტს, რომლის დახმარებითაც აფიქსირებენ კონტრაქტის ამოქმედების თარიღს;
    • მოქმედების ვადა-წარმოადგენს თარიღის ელემენტს, რომლის მეშვეობით ფიქსირდება კონტრაქტის მოქმედების ბოლო თარიღი;
    • კორდინატორი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ კორდინატორს, რომელიც კოორდინაციას უწევს ხელშეკრულებას;
    • თანხის მოცულობა-გრაფაში იწერება ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის სიდიდე, რომელიც ითვალისწინებს კონსიგნაციის წესით რეალიზაციის მაქსიმალურ თანხას ან მინიმალური თანხა,რომელის ზემოთაც გათვალისწინებულია ფასდაკლება;
    • კონსიგნაციის დღე-კონსიგნაცის მაქსიმალური ვადა;
    • ფასდაკლების თანხა-თანხა რომლითაც უმცირდება გადასახდელი თანხა მყიდველს თანხის გრაფაში ჩაწერილი პირობის შესრულების შემთხვევაში;
    • ფასდაკლების პროცენტი-გრაფაში იწერება ფასდაკლება პროცენტებში, რომელიც ასახვას ჰპოვებს საქონლის რეალიზაციის დროს;
    • მაქსიმალური ვალი-ღილაკის ჩართვის შემდეგ აქტიურდება გრაფა, სადაც იწერება მაქსიმალური დავალიანების თანხა-თანხა რომელიც შეიძლება ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში ვალად ჰქონდეს მყიდველს;
    • იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკს ჩართავენ იმ შემთხვევაში თუ მყიდველი არ იბეგრება დღგ-ით (მაგ, დიპლომატიური მისიები). იმ მყიდველებზე, რომელთაც ჩართული აქვთ აღნიშნული ღიალკი საბითუმო სალაროდან რეალიზაცია ავტომატურად ხდება დღგ-ის გარეშე;
    • ფასნამატი თვითღირებულებაზე -გრაფაში იწერება პროცენტი, რაც უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციას თვითღირებულების აღნიშნული პროცენტით გაზრდილი ფასით;
    • იმპორტირებული საქონლის ფასდაკლების %-გრაფაში იწერება პროცენტის სიდიდე, რითაც მცირდება იმპორტირებული საქონლის სარეალიზაციო ფასი. აღსანიშნავია რომ აღნიშნული ფასდაკლების პროცენტს აქვს "ფასდაკლების პროცენტზე" უპირატესი მოქმედება;
    • ტექსტის გენერირება (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკის ჩართვის შემდეგ შეიქმნება ხელშეკრულების ტექსტი RTF ფორმატში.
 

ჩანართში "მინდობილობები" ხდება საკონტაქტო პირისატვის მინდობილობის ფორმირება და ამ მინდობილობის მოქმედების ვადის განსაზღვრა: 

 

ახალი ჩანაწერის დასამატებლად გამოიყენეთ "+" ღილაკი, ფორმაში გაჩნდება სტრიქონი რედაქტირების რეჟიმში. მინდობილობის საწყის თარიღს ვირჩევთ გრაფაში "თარიღი", ხოლო მოქმედების ვადის ბოლო თარიღს-გრაფაში "ვადა". ორივე გრაფას აქვს ჩამოსაშლელი ღილაღი, მისი გამოყენებით ჩამოიშლება თარიღის ელემენტი, რომლის დახმარებითაც ვირჩევთ თარიღს. თარიღის ჩაწერა შესაძლებელია ხელითაც. შენიშვნის გრაფაში იწერება საჭირო შენიშვნები ხელით. რედაქტირების რეჟიმის დასრულებისათვის დააჭირეთ "√"-ღილაკს. რედაქტირების რეჟიმის დამთავრების შემდეგ აქტიურდება "-"-ღილაკი, მისი გამოყენების შემდეგ შესაძლებელია მონიშნული სტრიქონის წაშლა. 

 

ჩანართში "შენიშვნა" ხდება შენიშვნის გაკეთება შენიშვნის შემქმნელის (user) და შექმნის დროის მითითებით. ჩანართში შენიშვნის დამატება ხდება ისეთივე წესით, როგორც ჩანართში "მინდობილობები". 

 

ხელშეკრულების შენახვის შემდეგ, ფანჯარას ემატება დამატებითი ჩანართი "მონიტორინგი". ჩანართში რაიმე მოქმედების შესრულება შეუძლებელია. მონიტორინგის ჩანართი ინფორმაციას გვაწვდის ხელშეკრულების მიხედვით რეალიზებულ საქონელზე.

  • რედაქტირება;
  • წაშლა;
  • დეტალები-ღილაკი ფორმაში შესვლის დროს ავტომატურად ამორთულია, ჩართვის შემთხვევაში ფორმაში გამოჩნდება დამატებითი ჩანართი:
 

ჩანართი შედგება დამატებითი სტატიკური ჩანართებისაგან, რომელიც წარმოდგენილია ხელშეკრულებების შაბლონების მიხედვით, ხოლო მოქმედებების შესრულება შესაძლებელია, ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ბრძანებებით:

  1. დამატება;
  2. რედაქტირება;
  3. წაშლა;
  4. შეჩერება.
იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!