Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ოპერაციები
სათაური 
აღწერა 
ხელშეკრულებები არის მოდულის "ხელშეკრულებები" ბრძანება (ხელშეკრულებები => ხელშეკრულებები), რომლის დანიშნულებაა მყიდველებთან ხელშეკრულებების გაფორმება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები (ფასდაკლების პროცენთი, კონსიგნაციის ლიმიტი, რეალიზაცია დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით და სხვა) გათვალისწინებული იქნება სისტემის სხვადასხვა მოდულებში და სხვადასხვა ოპერაციებში.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "ხელშეკრულებები":

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და კონტრაქტორის ასარჩევი გრაფა (Combo box), აღნიშნული ელემენტების დახმარებით ხდება ფორმის გაფილტვრა.
ფორმაში მოქმედებების შესასრულებლად ვიყენებთ მთავარი მენიუს ან კონტექსტური მენიუს ბრძანებებს, რომლებიც იდენტურია:
ფანჯარას აქვს სამი ჩანართი: ზოგადი,... დაწვრილებით 
ხელშეკრულების ნახვა არის მოდულის "ხელშეკრულებები" ბრძანება (ხელშეკრულებები => ხელშეკრულების ნახვა), მისი დანიშნულებაა ხელშეკრულების მოძიება დროის მცირედი დანაკარგებით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ხელშეკრულების ნახვა":

ფანჯარაში ხელშეკრულების მოსაძებნად გამოიყენება "ID"-ის სვეტი, როომელშიც ხდება ხელშეკრულების ნომრის მითითება. ნახვის ბრძანების გამოყენებით ფანჯარა ივსება გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ფანჯარას აქვს მხოლოდ ინფორმაციის მოწოდების რეჟიმი, მასში ცვლილების განხორციელება შეუძლებელია. 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!