Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
კატალოგი

კატალოგი-არის მოდულის "გაყიდვები" ბრძანება, მისი დანიშნულებაა სისტემაში რეგისტრირებული საქონლის გამოტანა საქონლის მახასიათებლებით, ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფანჯრის მარცხენა ნაწილში განთავსებული არის საქონლის კატეგორიების ჩამონათვალი (სისტემური მენიუ => ცნობარები => საქონელი => კატეგორიები), საქონლის კატეგორიების წინ განლაგებულია გაშლის და შეკუმშვის ღილაკები. ფანჯრის ქვედა ნაწილში არსებული გადართვის ღილაკები წარმოადგენენ საქონლის (ნედლეულის) ფილტრის საშუალებას:

  • ყველა, მთლიანი, ნაჭერი-წარმოადგენს გადართვის ღილაკებს:
    • "ყველა"-გადართვის ღილაკი გვაძლევს ინფორმაციას იმ საქონელზე (ნედლეულზე), რომელსაც მიმდინარე თარიღით გააჩნია ბუღალტრული ნაშთი;
    • "მთლიანი"-გადართვის ღილაკი გვაძლევს ინფორმაციას იმ საქონელზე (ნედლეულზე), რომელსაც გააჩნია ბუღალტრული ნაშთი და შეძენის შემდეგ პირვანდელი სახე არ შეუცვლია (დაჭრა, დანაწევრება);
    • "ნაჭერი"-გადართვის ღილაკი გვაძლევს ინფორმაციას იმ საქონელზე (ნედლეულზე), რომელსაც გააჩნია ბუღალტრული ნაშთი და განიცადა ცვლილება შეძენის შემდეგ.
  • ყველა, ლოკ. ნაშთით, სის. ნაშთით.-წარმოადგენს გადართვის ღილაკებს:
    • "ყველა"-გადართვის ღილაკი გვაძლევს ინფორმაციას სისტემაში რეგისტრიტრებულ საქონელზე;
    • "ლოკ. ნაშთით"-მითითების შემთხვევაში ფანჯარაში საქონელი (ნედლეული) გამოვა საწყობში არსებული ნაშთით (სისტემაში შესაძლებელია ერთ კომპიუტერზე მხოლოდ ერთი საწყობის მიბმა, შესაბამისად შეკვეთის მიღების დროს სისტემაში მომუშავე პერსონალისათვის შეუძლებელია საწყობის შეცვლა (სისტემა=>თვისებები=>საბითუმო სალარო) ;
    • "სის. ნაშთით"-გადართვის ღილაკის დახმარებით ფანჯარაში განთავსდება სისტემაში არსებული საქონლის (ნედლეულს) ნაშთი.
  • -ბრძანება უზრუნველყოფს საქონლის (ნედლეულის) დაჭრას და დანაწევრებული საქონლის (ნედლეულის) რეგიტრაციას. მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტობინება:
    • თანხმობის შემთხვევაში ეკრანზე განთავსდება ახალი ფანჯარა:
 

  • გრაფაში უთითებთ შეკვეთის დასამზადებლად გამოსაყენებელი საქონლის (ნედლეულის) სიგრძეს (მმ), შენახვის ბრძანების გამოყენებით მოხდება დაჭრილი საქონლის (ნედლეულის) რეგისტრაცია, სისტემა მიღებულ საქონელს (ნედლეულს) შტრიხკოდს ანიჭებს ავტომატურად, პირვანდელი შტრიხკოდი და ნაჭრის სიგრძე იმიჯნება წერტილით, შედეგად საქონელი ავტომატურად განთავსდება ცნობარების მოდულში (ცნობარები=>საქონელი=>რეგისტრირებული).
ფორმაში განთავსებულია ასევე საწყობის ანალიზური ანგარიშის ამოსარჩევი კომბინირებული სარკმელი (Combo Box) და ბრძანება "გასვლა". 

 

გაყიდვების ფორმაში სადაც მოცემულია საქონლის შტრიხკოდები მოქმედებს კონტექსტური მენიუ "ნაშთის გაშიფვრა", ბრძანება ამარტივებს შემკვეთ საწყობში ნაშთის არქონის ან არასაკმარისი ნაშთის შემთხვევში საწყობების მიხედვით ნაშთის გაშიფვრას . ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა: 

 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!