Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
კონტრაქტები

კონტრაქტები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => კონტრაქტები), რომლის დანიშნულებაა კონტრაქტების ცნობარის შექმნა. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "კონტრაქტები": 

 

ფორნას აქვს შემდეგი ელემენტები, რომელიც გამოიყენება ცხრილის გასაფილტრად:

  • თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი;
  • კომპანია (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ კომპანიის დასახელებას;
  • მარშრუტი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ მარშრუტს (ხაზს);
  • მძღოლები (Combo Box);
  • მანქანები (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ ავტომანქანას (ავტომანქანის სახელმწიფო ნომერს).
ფორმას გააჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:  

  • ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
    • ID-გრაფაში იწერება უნიკალური იდენტიფიკატორი;
    • მარშრუტის №-გრაფაში ირჩევენ მარშრუტის ნომერს ჩამოსასლელი ღილაკის დახმარებით, რომელიც გამოჩნდება ველის გააქტიურების შემდეგ მარჯვენა კუთხეში;
    • კომპანია-გრაფაში ივსება ავტომატურად მარშრუტის არჩევის შემდეგ;
    • ლოტი-გრაფაში ივსება ავტომატურად მარშრუტის არჩევის შემდეგ;
    • კონტრაქტი №-გრაფაში იწერება კონტრაქტის ნომერი, რომელიც დაიდო მეიჯარესა და მოიჯარეს შორის;
    • ანგარიშის №-კონტრაქტორის (ინდმეწარმის) ანალიზური ანგარიში (1410 საბალანსო ანგარიშის შესაბამისი ანალიზური ანგარიში);
    • ძალაში შესვლა-წარმოადგენს თარიღის ასარჩევ ელემენტს. მისი საშუალებით ხდება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღის არჩევა;
    • მოქმედების ვადა-ირჩევენ კონტრაქტის მოქმედების ვადას-ვადის ბოლო თარიღს;
    • გაუქმების თარიღი-კონტრაქტის გაუქმების თარიღი;
    • მძღოლი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ ავტომანქანის მძღოლს;
    • პირადი №-მძღოლის პირადი ნომერი, რომელიც ივსება ავტომატურად მძღოლის არჩევის შემდეგ;
    • მანქანის № (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ ავტომანქანის ნომერს (სახელმწიფო ნომერი);
    • მარშრუტის № (Combo Box)-ირჩევენ მარშრუტის (ხაზი) ნომერს;
    • იჯარის ხანგრძლივობა წლებში-გრაფაში ხელით იწერება იჯარის ხანგრძლივობა გამოსახული წლებში;
    • წლიური იჯარა (ლ)-ყოველწლიურად მოიჯარის მიერ მეიჯარისათვის იჯარის საგნით სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა ლარებში;
    • იჯარის ყოველდღიური შესატანი-იჯარის თანხის ყოველდღიური ავანსის სახით შესატანი თანხა;
    • მარშრუტის გადასახადი დღეში (ლ)-მარშრუტზე მოძრაობის ღირებულების (მარშრუტზე მოძრაობის ორგანიზებისა და სანებართვო მოსაკრებლის საფასური) ყოველდღიური შესატანი თანხა ლარებში;
    • მინიმალური სამუშაო დღეები თვეში-გრაფაში იწერება კომპანიის მიერ დადგენილი სამუშაო დღეების რაოდენობა თვეში;
    • საშვებულებო დღეები-იწერება შვებულების დღეების რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია კონტრაქტით;
    • შენიშვნა-გრაფაში იწერება შენიშვნის (მინიშნების) ტექსტი;
    • კონტრაქტის გენერაცია (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკის ჩართვის შემდეგ კონტრაქტი ფორმირდება rtf-ის ფაილად :
ფორმაში ყველა ზემოთ აღწერილი მოქმედების შესრულება ასევე შეიძლება კონტექსტური მენიუს დახმარებით, რომელსაც დამატებით აქვს შემდეგი ბრძანებები:
  • სტატუსი (ჩამონათვალის ღილაკი)*:
    • გააქტიურება-ყველა დამატებული კონტრაქტი თავიდანვე აქტიურია, იგი შეიძლება მივანიჭოთ შეჩერებულ ან გაუქმებულ კონტრაქტებს;
    • შეჩერება-სტატუსის მინიჭება გულისხმობს კონტრაქტის შეჩერებას, შეჩერებული სტატუსის მქონე კონტრაქტები ცხრილში გაფერმკრთალებულია;
    • გაუქმება-სტატუსს ანიჭებენ გასაუქმებელ კონტრაქტებს, ასეთი სტატუსის მქონე კონტრაქტები ცხრილში გამოყოფილია წითელი ფერით;
  • კონტრაქტის ნახვა-ბრძანებაზე დაწკაპუნების შემდეგ ეკრანზე გამოდის კონტრაქტის ტექსტი, რომელიც ფორმირებულია, Microsoft Word-ის ფაილად;
  • მიმაგრებული ფაილი;
 

* შენიშვნა-ცხრილში "სტატუსის" სვეტის სათაურის ქვეშ არის ჩამოსაშლელი ფილტრი, რომელიც ჩამოიშლება მაუსის დაჭერის შემდეგ-სტატუსების ჩამონათვალიდან შესაძლებელია სასურველი სტატუსის არჩევა და ცხრილის გაფილტვრა: 

 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!