Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მარშრუტები

მარშრუტები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => მარშრუტი), რომლის დანიშნულებაა ავტობუსების მარშრუტების-პუნქტებს შორის ავტობუსის მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალის ცნობარის შექმნა. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "მარშრუტები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც გააჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:

ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
  • მარშრუტის №-გრაფაში იწერება მარშრუტის ნომერი, რომელიც გამოჩნდება ცხრილში შესაბამის სვეტში;
  • ლოტი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ ლოტის დასახელებას;
  • კომპანია (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ კომპანიის დასახელებას;
  • მარშრუტი-გრაფაში იწერება მარშრუტის დასახელება (უბნის ან ქუჩის დასახელება რომელზეც გადის მარშრუტი);
  • საგზურის ტარიფი (ლ)-მარშრუტის (ხაზის) საიჯარო ქირის ყოველდღიური დარიცხული თანხა;
  • მგზავრობის ტარიფი (ლ)-მარშრუტზე (ხაზზე) მგზავრობის ღირებულება (მგზავრის მიერ გადასახდელი თანხა);
  • შენიშვნა-გრაფაში იწერება შენიშვნის (მინიშნებების) ტექსტი, რომელიც გამოჩნდება შენიშვნების სვეტში. შენიშვნების სვეტი ფორმაში შესვლის დროს განთავსებულია დამალულ სვეტებში.
ფანჯარის გრაფებში ჩანაწერების გაკეთების შემდეგ მისი ასახვისათვის მარშრუტების ცნობარის ცხრილში, გამოიყენეთ ბრძანება "შენახვა". ფანჯარას აგრეთვე აქვს სტანდარტული ბრძანება "გასვლა". 

ფორმაში ყველა ზემოთ აღწერილი მოქმედების შესრულება ასევე შეიძლება კონტექსტური მენიუს დახმარებით. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!