Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
კომპანიები

კომპანიები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => კომპანიები), რომლის დანიშნულებაა ლოტების მფლობელი კომპანიების ცნობარის შექმნა. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "კომპანიები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც გააჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:

ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
  • საიდენფიკაციო №-გრაფაში იწერება კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც გამოჩნდება ცხრილში შესაბამის სვეტში;
  • კომპანია-გრაფაში იწერება კომპანიის დასახელება;
  • სალაროს ანგარიში-გრაფაში იწერება სალაროს ანგარიში, რომელზედაც მიკროავტობუსის მძღოლის მიერ მოხდება თანხის შეტანა;
  • მონაცემთა ბაზა-გრაფაში იწერება მონაცემთა ბაზის დასახელება (ჩაიწერება სისტემის ადმინისტრატორის მიერ);
  • იურიდიული მისამართი-კომპანიის იურიდიული (რეგისტრაციის) მისამართი;
  • ფაქტიური მისამართი-კომპანიის ფაქტიური მისამართი;
  • ტელეფონი-კომპანიის ტელეფონის ნომერი;
  • ბანკი-კომპანიის მომსახურე ბანკის დასახელება;
  • ანგ. ნომერი ბანკში-კომპანიის ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი მომსახურე ბანკში;
  • კომპანიის დირექტორი-კომპანიის დირექტორის სახელი და გვარი;
  • ბუღალტერი-კომპანიის ბუღალტრის სახელი და გვარი;
  • მოლარე-კომპანიის მოლარის სახელი და გვარი.
ფორმაში გამოტანილია თითოეული გრაფის შესაბამის სვეტები (ზოგიერთი განთავსებულია დამალულ სვეტებში) და დამატებით კონტრაქტის შაბლონის სვეტი. ამ სვეტში განთავსებულია rtf-ფორმატის ფაილი, მასზე მაუსის მარცხენა ღილაკის ორჯერ დაჭერით შესაძლებელია იჯარის ხელშეკრულების შაბლონის ნახვა. 

ფანჯარის გრაფებში ჩანაწერების გაკეთების შემდეგ მისი ასახვისათვის კომპანიების ცნობარის ცხრილში, გამოიყენეთ ბრძანება "შენახვა". ფანჯარას აგრეთვე აქვს სტანდარტული ბრძანება "გასვლა".

ფორმაში ყველა ზემოთ აღწერილი მოქმედების შესრულება ასევე შეიძლება კონტექსტური მენიუს დახმარებითაც, რომელსაც აქვს მთავარი მენიუსაგან განსხვავებული ორი ბრძანება:
  • შაბლონის ატვირთვა-ბრძანების გამოყენების შემდეგ იძებნება ხელშეკრულების წინასწარ შექმნილი შაბლონი (rtf-ფორმატში) და ხდება მისი ატვირთვა. ამის შემდეგ ცხრილში შაბლონის სვეტში გამოჩნდება rtf-ფორმატის ფაილი
  • შაბლონის ნახვა-ბრძანების გამოყენების შედეგად ვნახულობთ ხელშეკრულების შაბლონს.
 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!