Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მიკროავტობუსები

მიკროავტობუსები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => მანქანები), რომლის დანიშნულებაა მიკროავტობუსების ცნობარის შექმნა. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "მანქანები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც გააჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:

ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
  • სახელმწიფო №-გრაფაში იწერება ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი;
  • VIN ნომერი-გრაფაში იწერება ავტომანქანის ძარის ნომერი;
  • ტექ. პასპორტის №-გრაფაში იწერება ავტომანქანის ტექნიკური პარსპორტის ნომერი;
  • გამოშვების წელი-გრაფაში იწერება ავტომანქანის გამოშვების წელი;
  • შეძენის თარიღი-კომპანიის მიერ ავტომანქანის შეძენის თარიღი. თარიღის შეტანა შეიძლება, როგორც ხელით ასევე თარიღის ელემენტის დახმარებით. თარიღის ელემენტის გამოტანა შესაძლებელია გრაფაში მარჯვენა კუთხეში ჩამოსაშლელ ღილაკის გამოყენების შემდეგ;
  • მფლობელი კომპანია-ავტომანქანების მფლობელი კომპანიის დასახელება. მფლობელი კომპანიის არჩევა ხდება გრაფაში მარჯვენა კუთხეში ჩამოსაშლელ ღილაკის დახმარებით. ამ დროს ფანჯარაში გამოდის კომპანიების ჩამონათვალი (ჩამონათვალი გამოდის აგრეთვე გრაფაში კომპანიის დასახელებაში შემავალი სიმბოლოს ან საიდენტიფიკაციო ნომერში შემავალი ციფრის აკრეფის დროსაც), სადაც კომპანიის არჩევა შეიძლება დასახელებით ან საიდენტიფიკაციო ნომრით ;
  • შენიშვნა-გრაფაში იწერება შენიშვნის (მინიშნებების) ტექსტი, რომელიც გამოჩნდება შენიშვნების სვეტში. შენიშვნების სვეტი ფორმაში შესვლის დროს განთავსებულია დამალულ სვეტებში.
ფანჯარის გრაფებში ჩანაწერების გაკეთების შემდეგ მისი ასახვისათვის მანქანების ცნობარის ცხრილში, გამოიყენეთ ბრძანება "შენახვა". ფანჯარას აგრეთვე აქვს სტანდარტული ბრძანება "გასვლა". 

ფორმაში ყველა ზემოთ აღწერილი მოქმედების შესრულება ასევე შეიძლება კონტექსტური მენიუს დახმარებით, რომელსაც დამატებით აქვს ბრძანებები:  

მასზე დაჭერის შემდეგ მის ადგილზე მენიუში ჩნდება "

  • გააქტურება- ბრძანება მენიუში ჩანს მაშინ, როდესაც კონტექსტურ მენიუს გამოვიძახებთ "შეჩერებულ" ავტომანქანაზე. იგი უზრუნველყოფს "შეჩერებულის" საპირისპირო მოქმედებას-ჩანაწერის კვლავ გააქტიურებას:
 

სვეტი "შეჩერებული" ფორმაში შესვლის დროს განთავსებულია დამალულ სვეტებში. 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!