მძღოლები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => მძღოლები), რომლის დანიშნულებაა მიკროავტობუსებზე მომუშავე მძღოლების ცნობარის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "მძღოლები":
ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც გააჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
- მძღოლის №-მძღოლის ნომერი (კომპანიის მიერ მძღოლისათვის მინიჭებული ნომერი);
- სახელი-გრაფაში იწერება მიკროავტობუსის მძღოლის სახელი;
- გვარი-გრაფაში მიკროავტობუსის მძღოლის გვარი;
- პირადი №-გრაფაში მიკროავტობუსის მძღოლის პირადი ნომერი;
- იურიდიული მისამართი-გრაფაში იწერება მიკროავტობუსის მძღოლის იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი-მიკროავტობუსის მძღოლის ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი-მიკროავტობუსის მძღოლის ტელეფონი;
- დაბადების თარიღი-მძღოლის დაბადების თარიღი. თარიღის შეტანა შეიძლება, როგორც ხელით ასევე თარიღის ელემენტის დახმარებით. თარიღის ელემენტის გამოტანა შესაძლებელია ველში მარჯვენა კუთხეში ჩამოსაშლელ ღილაკის დახმარებით.
ფორმაში გამოდის ყველა იმ გრაფის შესაბამისი სვეტი, რომელსაც შეიცავს დამატების ფანჯარა (ზოგიერთი სვეტი განთავსებულია
დამალულ სვეტებში). ფორმაში დამატებით გამოტანილია სვეტი "კონტრაქტორი".
სვეტის თავზე ფილტრის გრაფაში მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია ცხრილის გაფილტვრა კონტრაქტორებად და არაკონტრაქტორებად: ცხრილი ავტომატურად გაფილტრულია კონტრაქტორების (ინდმეწარმე-მძღოლები, რომლებთანაც კომპანიას გაფორმებული აქვს იჯარის ხელშეკრულებები) მიხედვით.
ფანჯარის გრაფებში ჩანაწერების გაკეთების შემდეგ მისი ასახვისათვის მძღოლების ცნობარის ცხრილში, გამოიყენეთ ბრძანება "შენახვა". ფანჯარას აგრეთვე აქვს სტანდარტული ბრძანება "გასვლა".
ფორმაში ყველა ზემოთ აღწერილი მოქმედების შესრულება ასევე შეიძლება
კონტექსტური მენიუს დახმარებით, რომელსაც დამატებით აქვს ბრძანებები:
მასზე დაჭერის შემდეგ მის ადგილზე მენიუში ჩნდება "
- გააქტურება- ბრძანება მენიუში ჩანს მაშინ, როდესაც კონტექსტურ მენიუს გამოვიძახებთ "შეჩერებულ" ავტომანქანაზე. იგი უზრუნველყოფს "შეჩერებულის" საპირისპირო მოქმედებას-ჩანაწერის კვლავ გააქტიურებას:
სვეტი "შეჩერებული" ფორმაში შესვლის დროს განთავსებულია დამალულ სვეტებში.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid)