Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საშტატო განრიგი

საშტატო განრიგი-არის კადრების მოდულის ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემაავალი ბრძანება. მისი დანიშნულებაა კომპანიის ქვედანაყოფებისათვის საშტატო განრიგის შედგენა. ბრძანებაის გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "საშტატო განრიგი": 

 

ფორმას აქვს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:

  • დეპარტამენტი-გვიჩვენებს დეპარტამენტების ჩამონათვალს, კონკრეტულ დეპარტამენტზე ან მის ქვედანაყოფზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის საშტატო განრიგი;
  • თანამდებობა-ჩანართში მოცემულია თანამდებობების ჩამონათვალი, თითოეულ თანამდებობაზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამდებობის საშტატო განრიგი;
  • ფილიალი-გვიჩვენებს ფილიალების ჩამონათვალს, თითოეულ ფილალზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ფილიალის საშტატო განრიგი;
ჩანართებში გამოდის კონტექსტური მენიუ, რომელსაც აქვს ორი ბრძანება: გაშლა, შეკუმშვა

ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია პერიოდის ასარჩევი ველები (წელი, თვე) და ბრძანებები:

  • დეპარტამენტი (Combo Box)-ველში ირჩევენ დეპარტამენტს, რომლისათვისაც უნდა დაიგეგმოს საშტატო განრიგი;
  • თანამდებობა (Combo Box)-ირჩევენ თანამდებობას, რომელიც იგეგმება საშტატო განრიგში;
  • ფილიალი (Combo Box)-ირჩევენ ფილიალს, რომელ ფილიალშიც ხდება საშტატო განრიგის დაგეგმვა;
  • რაოდენობა შტატში (მთვლელი ღილაკი)-ველში იწერება კონკრეტულ შტატში მისაღები პერსონალის რაოდენობა;
  • სამუშაო დღეების რაოდენობა თვეში (მთვლელი ღილაკი)-დაგეგმილი შტატისათვის თვის განმავლობაში სამუშაო დღეების დაგეგმილი რაოდენობა;
  • ხელფასი-დაგეგმილი შტატისათვის წინასწარ განსაზღვრული ხელფასი;
  • დანამატი-დაგეგმილი შტატისათვის წინასწარ განსაზრვრული ფულადი დანამატი.
 

* შენიშვნა-ფორმა გამოიყენება შტატების დასაგეგმად; 

**შენიშვნა-რედაქტირების რეჟიმში გადასვლა ხდება აგრეთვე სტრიქონზე მაუსის (მარცხენა ან მარჯვენა რილაკის) ორჯერ დაწკაპებით. 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!