Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
დეპარტამენტები

დეპარტამენტები არის კადრების მოდულის ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემავალი ცნობარების ქვემენიუ, რომლის დანიშნულებაა კომპანიისათვის დეპარტამენტების ცნობარის შექმნა, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება პერსონალის მიღების ან მოძრაობის (გადაყვანა ერთი დეპარტამენტიდან მეორე დეპარტამენტში) დროს კომპანიის შიგნით. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "დეპარტამენტი": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც დეპარტამენტები და მათი ქვედანაყოფები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ქვედანაყოფს ჰყავს ერთი "მშობელი" ). 

ცხრილში მარტივად შეიძლება იერარქიული დაქვემდებარების შეცვლა:

  • თუ გვინდა იერარქიულად დაქვემდებარებული პუნქტის (პირობითად "შვილი") "მშობლის" დონისათვის (ან უფრო მაღალი დონისათვის) გათანაბრება (ან დამოუკიდებელ პუნქტად გადატანა) ამისათვის დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე ("შვილზე") და პარალელურად Ctrl-კლავიშს (პარალელურად Ctrl-კლავიშით იზღუდება "შვილ" დონეზე განთავსება (იზღუდება მწვანე ისარი)), ამოძრავეთ "შვილი" სასურველი მიმართულებით:
 

ლურჯი მოხრილი ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსს და Shift-კლავიშებს, ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა: 

 

თუ გვინდა ერთი პუნქტი დავუქვემდებაროთ მეორეს, მაშინ დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე და პარალელურად Ctrl-კლავიშს, შემდეგ ისარი მიიტანეთ იმ პუნქტთან, რომლის დაქვემდებარებაშიც გადაგვყავს მოცემული პუნქტი: 

 

ჰორიზონტალური მწვანე ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl-კლავიშს, ეკრანზე გამოვა გამოვა ისეთივე დიალოგური ფანჯარა: 

 

ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:

 

ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:

  • დასახელება-გრაფაში იწერება დასამატებელი დეპარტამენტის დასახელება;
  • დასახელება (Eng)–დასახელება ინგლისურად;
  • პუნქტი-გრაფაში იწერება რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ჩანაწერის ადგილს იერარქიულ სტრუქტურაში, იგი გამოჩნდება სვეტში "იერარქიული გზა". ველში ჩანაწერის შეცვლით შეგვიძლია თანაბარი სტატუსის მქონე სტრიქონებს შევუცვალოთ ადგილები და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი განლაგება.;
  • ქვეყანა-გრაფაში არჩეულია ქვეყანა (ის ქვეყანა, რომელსაც ცნობარში "ქვეყნები და ქალაქები" მინიჭებული აქვს სტატუსი "უპირატესი"). მარტივად შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევა და შემდეგ ახალი ქალაქის დამატება. ამისათვის გამოიყენეთ გრაფის მარჯვენა კიდეში არსებული "+"- ღილაკი.
  • ქალაქი (Combo box)-ღილაკის ჩამოშლის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ქალაქების ჩამონათვალი, სადაც თითოეულ ქალაქზე მიბმულია ქვეყანა, რომელიც ქალაქის არჩევის შემდეგ ავტომატურად ჩაჯდება ქვეყნის შესაბამის ველში;
  • მისამართი-ველში იწერება დეპარტამენტის მისამართი;
  • ტელეფონი-ველში იწერება დეპარტამენტის ტელეფონის ნომერი.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა

შენახვის შემდეგ დამატებული ჩანაწერი და ის ჩანაწერი რომელზედაც ვიდექით დამატების დროს იქნებიან ერთ იერარქიულ დონეზე. 

დამატება ქვედა დონეზე-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია ჩანაწერი დავამატოთ ქვედა იერარქიულ დონეზე, მაგალითად, დეპარტამენტის ქვემოთ დავამატოთ სამმართველო, სამმართველოს ქვემოთ განყოფილება და ა. შ. დამატება ქვედა დონეზე ხდება ზემოთ აღწერილი დამატების ანალოგიურად;

ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანება "უპირატესი".

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!