ბანკები არის კადრების მოდულის ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემავალი ცნობარების ქვემენიუ, რომლის დანიშნულებაა იმ ბანკების ცნობარის შექმნა სადაც კომპანია განახორციელებს პერსონალის ხელფასების ჩაღიცხვას. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "ბანკები":
ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც ბანკები და მათი ქვეგანაყოფები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ქვეგანაყოფს ჰყავს ერთი "მშობელი" ბანკი).
ცხრილში მარტივად შეიძლება იერარქიული დაქვემდებარების შეცვლა:
თუ გვინდა იერარქიულად დაქვემდებარებული პუნქტის (პირობითად "შვილი") "მშობლის" დონისათვის გათანაბრება (ან დამოუკიდებელ პუნქტად გადატანა) ამისათვის დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე ("შვილზე") და პარალელურად Ctrl-კლავიშს, ამოძრავეთ "შვილი" სასურველი მიმართულებით:
ლურჯი მოხრილი ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl-კლავიშებს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება:
ჰორიზონტალური მწვანე ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl-კლავიშს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება:
დადასტურების (Yes) შემდეგ ერთი პუნქტი დაექვემდებარება მეორეს.
ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა. ფანჯრის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ პირველ რიგში ივსება გრაფები:
დამატება ქვედა დონეზე-ქვედა დონეზე დამატება სრულდება თანაბარი იერარქიული დონის ჩანაწერის დამატების ანალოგიურად. ამ დროს კონკრეტული ბანკის ქვედა დონეზე ემატება ფილიალები და სერვისცენტრები;
ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანება "უპირატესი".
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|