Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ქვეყნები და ქალაქები

ქვეყნები და ქალაქები არის კადრების მოდულის ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემავალი ცნობარების ქვემენიუ, რომლის დანიშნულებაა ქალაქებისა და ქვეყნების ცნობარის შექმნა, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება პერსონალის რეგისტრაციის დროს. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ქვეყნები და ქალაქები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც ქვეყნები და ქალაქები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ქალაქს ჰყავს ერთი "მშობელი" ქვეყანა). 

ცხრილში მარტივად შეიძლება იერარქიული დაქვემდებარების შეცვლა: 

თუ გვინდა იერარქიულად დაქვემდებარებული პუნქტის (პირობითად "შვილი") "მშობლის" დონისათვის გათანაბრება (ან დამოუკიდებელ პუნქტად გადატანა) ამისათვის დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე ("შვილზე"), ამოძრავეთ "შვილი" სასურველი მიმართულებით: 

 

ლურჯი მოხრილი ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl-კლავიშს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება: 

 

დადასტურების (Yes) შემდეგ "შვილი" განთავსდება "მშობლის" დონეზე ან დამოუკიდებელ პუნქტად. პარალელურად Ctrl-კლავიშებით იზღუდება "შვილ" დონეზე განთავსება (იზღუდება მწვანე ისარი). 

თუ გვინდა ერთი პუნქტი დავუქვემდებაროთ მეორეს, მაშინ დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე და პარალელურად Ctrl-კლავიშებზე, შემდეგ ისარი მიიტანეთ იმ პუნქტთან, რომლის დაქვემდებარებაშიც გადაგვყავს მოცემული პუნქტი: 

 

ჰორიზონტალური მწვანე ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl-კლავიშს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება: 

 

დადასტურების (Yes) შემდეგ ერთი პუნქტი დაექვემდებარება მეორეს. 

ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:

 

შევავსოთ შემდეგი გრაფები:

  • დასახელება-გრაფაში იწერება დასამატებელი ქვეყნის, ქალაქის, რეგიონის და ა. შ. დასახელება;
  • დასახელება (Eng)-დასახელება ინგლისურად;
  • პუნქტი-ველში იწერება რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ჩანაწერის ადგილს იერარქიულ სტრუქტურაში, იგი გამოჩნდება სვეტში "იერარქიული გზა". ველში ჩანაწერის შეცვლით შეგვიძლია თანაბარი სტატუსის მქონე სტრიქონებს შევუცვალოთ ადგილები და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი განლაგება.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა

შენახვის შემდეგ დამატებული ჩანაწერი და ის ჩანაწერი რომელზედაც ვიდექით დამატების დროს იქნებიან ერთ იერარქიულ დონეზე;

  • დამატება ქვედა დონეზე-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია ჩანაწერი დავამატოთ ქვედა იერარქიულ დონეზე, მაგალითად, ქვეყნის შიგნით დავამატოთ რეგიონები, რეგიონების შიგნით ქალაქები, ქალაქის შიგნით ქუჩები და ა. შ. დამატება ქვედა დონეზე ხდება ზემოთ აღწერილი დამატების ანალოგიურად;
  • რედაქტირება;
  • წაშლა;
  • გასვლა.
ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანება "უპირატესი".

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!