Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
თანამდებობები

თანამდებობები არის კადრების მოდულის ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემავალი ცნობარების ქვემენიუ, რომლის დანიშნულებაა კომპანიისათვის თანამდებობების ცნობარის შექმნა, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება პერსონალის მიღების ან მოძრაობის (გადაყვანა ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე) დროს კომპანიის შიგნით. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "თანამდებობები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც თანამდებობები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ თანამდებობას ჰყავს ერთი "მშობელი" თანამდებობა). 

ცხრილში მარტივად შეიძლება იერარქიული დაქვემდებარების შეცვლა:

  • თუ გვინდა იერარქიულად დაქვემდებარებული პუნქტის (პირობითად "შვილი") "მშობლის" დონისათვის (ან უფრო მაღალი დონისათვის) გათანაბრება (ან დამოუკიდებელ პუნქტად გადატანა) ამისათვის დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე ("შვილზე") და პარალელურად Ctrl-კლავიშებზე, ამოძრავეთ "შვილი" სასურველი მიმართულებით:
  • ლურჯი მოხრილი ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl-კლავიშებს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება:
  • დადასტურების (Yes) შემდეგ "შვილი" განთავსდება "მშობლის" დონეზე ან დამოუკიდებელ პუნქტად. პარალელურად Ctrl-კლავიშებით იზღუდება "შვილ" დონეზე განთავსება (იზღუდება მწვანე ისარი).
  • თუ გვინდა ერთი პუნქტი დავუქვემდებაროთ მეორეს, მაშინ დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე და პარალელურად Ctrl-კლავიშებზე, შემდეგ ისარი მიიტანეთ იმ პუნქტთან, რომლის დაქვემდებარებაშიც გადაგვყავს მოცემული პუნქტი:
 

დადასტურების (Yes) შემდეგ ერთი პუნქტი დაექვემდებარება მეორეს. 

ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:

 

ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:

  • დასახელება-გრაფაში იწერება დასამატებელი თანამდებობის დასახელება;
  • დასახელება (Eng)-დასახელება ინგლისურად;
  • პუნქტი-გრაფაში იწერება რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ჩანაწერის ადგილს იერარქიულ სტრუქტურაში, იგი გამოჩნდება სვეტში "იერარქიული გზა". გრაფაში ჩანაწერის შეცვლით შეგვიძლია თანაბარი სტატუსის მქონე სტრიქონებს შევუცვალოთ ადგილები და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი განლაგება;
  • ხელფასი შტატით-გრაფაში იწერება თანამდებობისათვის განსაზღვრული დარიცხული ხელფასი;
  • ხელფასი შტატით (პ)-დარიცხული ხელფასი პირობით ერთეულში;
  • სამუშაო საათები დღეში-გრაფაში იწერება სამუშაო საათების რაოდენობა დღეში კონკრეტული თანამდებობისათვის;
  • სამუშაო დღეების რაოდენობა თვეში-კონკრეტული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო დღეების რაოდენობა თვეში;
  • თანამდებობის ტიპი (Combo box)-სარკმელიდან ხდება ხელფასის ტიპისა და მასზე დანამატების დარიცხვის ტიპების არჩევა:
  • ჩამონათვალში შესაძლებელია რამდენიმე პუნქტის ჩართვა (დააჭირეთ მარჯვნივ მდებარე ღილაკ ჩამრთველებზე) და ხელფასის დარიცხვა მოხდება ჩართული პუნქტებისათვის შედგენილი ალგორითმის საფუძველზე. ალგორითმის ჩადება სისტემაში ხდება ხისტად დამკვეთი კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად დამნერგავის (შპს "აპექსი") მიერ, აქედან გამომდინარე იგი იქნება ინდივიდუალური და მომხმარებლის მიერ ცვლილებას არ დაექვემდებარება. ალგორითმი იქმნება პუნქტების სხვადასხვა კომბინაციისათვის და იგი იქნება უნიკალური, რადგან ჩამონათვალის რიგითი ნომრები წარმოადგენს 2-ის ხარისხებს და მათი ჯამი არის უნიკალური. პროგრამისტისათვის სირთულეს არ წარმოადგენს დაადგინოს, თუ რომელი პუნქტებია ჩართული. მაგალითად თუ ჩართული პუნქტების ნომრებია "R3" და "R1"-ჯამი არის "20"(16+4=20), სხვა არცერთი კომბინაცია არ მოგვცემს იგივე შედეგს. ამიტომ ალგორითმი პირობითად "20" იქნება უნიკალური.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა

შენახვის შემდეგ დამატებული ჩანაწერი და ის ჩანაწერი რომელზედაც ვიდექით დამატების დროს იქნებიან ერთ იერარქიულ დონეზე. 

დამატება ქვედა დონეზე-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია ჩანაწერი დავამატოთ ქვედა იერარქიულ დონეზე, მაგალითად, დირექტორის ქვემოთ დავამატოთ მოადგილე და ა. შ. დამატება ქვედა დონეზე ხდება ზემოთ აღწერილი დამატების ანალოგიურად;

ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანება "უპირატესი".

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!