Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ფილიალები

ფილიალები არის კადრების მოდულის ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემავალი ცნობარების ქვემენიუ, რომლის დანიშნულებაა კომპანიისათვის ფილიალების ცნობარის შექმნა, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება პერსონალის მიღების ან მოძრაობის (გადაყვანა ერთი ფილიალიდან მეორე ფილიალში) დროს კომპანიის შიგნით. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "ფილიალები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც ფილიალები და მათი ქვედანაყოფები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ქვედანაყოფს ჰყავს ერთი "მშობელი" ). 

ცხრილში მარტივად შეიძლება იერარქიული დაქვემდებარების შეცვლა:

  • თუ გვინდა იერარქიულად დაქვემდებარებული პუნქტის (პირობითად "შვილი") "მშობლის" დონისათვის (ან უფრო მაღალი დონისათვის) გათანაბრება (ან დამოუკიდებელ პუნქტად გადატანა) ამისათვის დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე ("შვილზე") და პარალელურად Ctrl-კლავიშებზე, ამოძრავეთ "შვილი" სასურველი მიმართულებით:
 

ლურჯი მოხრილი ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl-კლავიშებს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება: 

 

დადასტურების (Yes) შემდეგ "შვილი" განთავსდება "მშობლის" დონეზე ან დამოუკიდებელ პუნქტად. პარალელურად Ctrl+Shift-კლავიშებით იზღუდება "შვილ" დონეზე განთავსება (იზღუდება მწვანე ისარი).: 

თუ გვინდა ერთი პუნქტი დავუქვემდებაროთ მეორეს, მაშინ დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე და პარალელურად Ctrl-კლავიშებზე, შემდეგ ისარი მიიტანეთ იმ პუნქტთან, რომლის დაქვემდებარებაშიც გადაგვყავს მოცემული პუნქტი: 

 

დადასტურების (Yes) შემდეგ ერთი პუნქტი დაექვემდებარება მეორეს. 

ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:

 

ივსება შემდეგი გრაფები:

  • დასახელება-გრაფაში იწერება დასამატებელი ფილიალის დასახელება;
  • დასახელება (Eng)–დასახელება ინგლისურად;
  • პუნქტი-გრაფაში იწერება რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ჩანაწერის ადგილს იერარქიულ სტრუქტურაში, იგი გამოჩნდება სვეტში "იერარქიული გზა";
  • ქვეყანა-ველში არჩეულია ქვეყანა (ის ქვეყანა, რომელსაც ცნობარში "ქვეყნები და ქალაქები" მინიჭებული აქვს სტატუსი "უპირატესი"). მარტივად შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევა და შემდეგ ახალი ქალაქის დამატება. ამისათვის დააჭირეთ გრაფის მარჯვენა კიდეში "+"- ღილაკზე.
  • მისამართი-ველში იწერება დეპარტამენტის მისამართი;
  • ტელეფონი-ველში იწერება დეპარტამენტის ტელეფონის ნომერი.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა

შენახვის შემდეგ დამატებული ჩანაწერი და ის ჩანაწერი რომელზედაც ვიდექით დამატების დროს იქნებიან ერთ იერარქიულ დონეზე. 

დამატება ქვედა დონეზე-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია ჩანაწერი დავამატოთ ქვედა იერარქიულ დონეზე, მაგალითად,ფილიალის ქვემოთ დავამატოთ სერვისცენტრი და ა. შ. დამატება ქვედა დონეზე ხდება ზემოთ აღწერილი დამატების ანალოგიურად;

ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანება "უპირატესი".

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!