Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
დოკუმენტების ტიპები

დოკუმენტების ტიპები არის კადრების მოდულის ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემავალი ცნობარების ქვემენიუ, რომლის დანიშნულებაა კომპანიისათვის შიდა და გარე მოხმარებისათვის განკუთვნილი დოკუმენტების ტიპების ცნობარის შექმნა. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "დოკუმენტების ტიპები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც დოკუმენტები და მათი ქვედანაყოფები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ქვედანაყოფს ჰყავს ერთი "მშობელი" ). 

ცხრილში მარტივად შეიძლება იერარქიული დაქვემდებარების შეცვლა:

  • თუ გვინდა იერარქიულად დაქვემდებარებული პუნქტის (პირობითად "შვილი") "მშობლის" დონისათვის (ან უფრო მაღალი დონისათვის) გათანაბრება (ან დამოუკიდებელ პუნქტად გადატანა) ამისათვის დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე ("შვილზე") და პარალელურად Ctrl-კლავიშებზე, ამოძრავეთ "შვილი" სასურველი მიმართულებით:
 

ლურჯი მოხრილი ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl-კლავიშებს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება: 

 

დადასტურების (Yes) შემდეგ "შვილი" განთავსდება "მშობლის" დონეზე ან დამოუკიდებელ პუნქტად. პარალელურად Ctrl-კლავიშებით იზღუდება "შვილ" დონეზე განთავსება (იზღუდება მწვანე ისარი): 

თუ გვინდა ერთი პუნქტი დავუქვემდებაროთ მეორეს, მაშინ დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე და პარალელურად Ctrl-კლავიშებზე, შემდეგ ისარი მიიტანეთ იმ პუნქტთან, რომლის დაქვემდებარებაშიც გადაგვყავს მოცემული პუნქტი: 

 

ჰორიზონტალური მწვანე ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl-კლავიშს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება: 

 

დადასტურების (Yes) შემდეგ ერთი პუნქტი დაექვემდებარება მეორეს. 

ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:

 

ივსება შემდეგი გრაფები:

  • დასახელება-გრაფაში იწერება დასამატებელი დოკუმენტის დასახელება;
  • დასახელება (Eng)-დასახელება ინგლისურად;
  • პუნქტი-გრაფაში იწერება რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ჩანაწერის ადგილს იერარქიულ სტრუქტურაში, იგი გამოჩნდება სვეტში "იერარქიული გზა";
  • დოკუმენტის სახეობა (Combo Box)-ველში არჩეულია დოკუმენტის ტიპი (დოკუმენტის ის ტიპი, რომელსაც ცნობარში "სხვადასხვა ცნობარში" ტექსტური დოკუმენტის ტიპების შესაბამის ჩამონათვალში მინიჭებული აქვს სტატუსი "უპირატესი"). ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით შესაძლებელია სხვა დოკუმენტის ტიპის არჩევა.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა

შენახვის შემდეგ დამატებული ჩანაწერი და ის ჩანაწერი რომელზედაც ვიდექით დამატების დროს იქნებიან ერთ იერარქიულ დონეზე; 

დამატება ქვედა დონეზე-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია ჩანაწერი დავამატოთ ქვედა იერარქიულ დონეზე.

ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანება "უპირატესი".

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!