Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ხელფასის უწყისის ტიპები

ხელფასის უწყისის ტიპები არის კადრების მოდულის ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემავალი ცნობარების ქვემენიუ,რომლის დანიშნულებაა კომპანიისათვის ხელფასის უწყისების ტიპების ცნობარის შექმნა, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება პერსონალისათვის ხელფასის დარიცხვის დროს. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "ხელფასის უწყისის ტიპები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც ხელფასის უწყისის ტიპები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ტიპს ჰყავს ერთი "მშობელი"). 

ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:

 

ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:

  • დასახელება-გრაფაში იწერება დასამატებელი უწყისის დასახელება;
  • დასახელება (Eng)-დასახელება ინგლისურად;
  • პუნქტი-გრაფაში იწერება რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ჩანაწერის ადგილს იერარქიულ სტრუქტურაში, იგი გამოჩნდება სვეტში "იერარქიული გზა". ველში ჩანაწერის შეცვლით შეგვიძლია თანაბარი სტატუსის მქონე სტრიქონებს შევუცვალოთ ადგილები და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი განლაგება;
  • უწყისის ტიპი-გრაფაში ირჩევენ უწყისის ტიპს (შეიძლება გვქონდეს ერთი ტიპის რამდენიმე უწყისი);
  • დღეების გათვალისწინებით (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკის ჩართვის შემთხვევაში ხელფასის დარიცხვის დროს გათვალისწინებული იქნება ნამუშევარი დღეები;
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა

შენახვის შემდეგ დამატებული ჩანაწერი და ის ჩანაწერი რომელზედაც ვიდექით დამატების დროს იქნებიან ერთ იერარქიულ დონეზე; 

დამატება ქვედა დონეზე-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია ჩანაწერი დავამატოთ ქვედა იერარქიულ დონეზე;

ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანება "უპირატესი".

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!