შევსება არის სისტემის მოდული "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა შეკვეთების ავტომატურად ფორმირება.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „მარაგის შევსება“:
ფორმას აქვს შემდეგი გრაფები, რომელთა დახმარებითაც ხდება ცხრილის გაფილტვრა:
-საწყობი (Combo Box)-ვირჩევთ საწყობს რომლისათვისაც უნდა გაკეთდეს შეკვეთა;
-მომწოდებელი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ მომწოდებელს;
-კატეგორია (Combo Box)-ვირჩევთ შესაკვეთი საქონლის კატეგორიას;
-მწარმოებელი (Combo Box)-ირჩევენ საქონლის მწარმოებელს.
ფორმა „მარაგის შევსება“ წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც მოცემულია მიმღები საწყობი, მომწოდებელი და საქონლის მიღების თარიღი. თითოეულ სტრიქონს აქვს გაფართოების -ღილაკი, მისი გამოყენებით ცხრილში გამოჩნდება შეკვეთის დეტალები, ხოლო გაფართოების ღილაკი გადაიქცევა შეკუმშვის -ღილაკად.
შეკვეთის გენერაციისათვის საჭიროა ცხრილში სტრიქონების მონიშვნა (ყველა სტრიქონის მოსანიშნად გამოიყენეთ მენიუს შესაბამისი ბრძანება ან Ctrl+A, ცალკეული სტრიქონის მონიშვნისათვის გამოიყენეთ მაუსი ან Space-კლავიში).
ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
ფორმირებული შეკვეთების ნახვა შესაძლებელია შეკვეთებში, თუ ფორმაში "ნაშთების ავტომატიზაცია" არჩეულია გარე მომწოდებელი (სვეტში "მომარაგების საწყობი"), სხვა შემთხვევაში შეკვეთები გამოჩნდება დაგეგმილ შეკვეთებში.
იმისათვის, რომ შეკვეთა წარმატებით დაგენერირდეს საჭიროა დადგენილი მინიმუმი და მაქსიმუმი იყოს ყუთში საქონლის რაოდენობის ჯერადი. |
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|