Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
შემოსავალი

შემოსავალი არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა შეძენილი საქონლისათვის სერიული ნომრების მინიჭება. ფორმა ძირითადად გამოიყენება ისეთი საქონლის რეალიზაციისათვის, რომელზეც გაიცემა საგარინტო მომსახურება. საგარანტიო მომსახურების დროს, საქონლის დაზიანების შემთხვევაში, საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლის იდენტურობა დგინდება სერიული ნომრით. იმისათვის, რომ საქონლის სასაწყობე აღრიცხვა განვახორციელოთ, აუცილებლობას წარმოადგენს საქონლის რეგისტრაციის დროს, ჩანართში "ზოგადი" ჩართული იყოს ღილაკის ჩამრთველი-"ექვემდებარება დეტალურ აღრიცხვას" და შესრულებული იყოს საქონლის შეძენის ოპერაცია. 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი ფორმა, რომელიც თარიღის შუალედის და საწყობის ანგარიშის არჩევამდე ცარიელი სახით არის სისტემაში წარმოდგენილი: 

 

ფორმა შედგება მარჯვენა და მარცხენა ნაწილისაგან. მარცხენა ნაწილში მოქმედებს ფილტრის გრაფები: თარიღის შუალედი და საწყობი. მათი არჩევის შედეგად მარცხენა ნაწილში განთავსდება საქონლის შემოსავლის ოპერაციები, სადაც ფიგურირებს ისეთი საქონელი, რომელსაც ჩართული აქვს საქონლის რეგისტრაციის დროს, ჩანართში "ზოგადი" ღილაკის ჩამრთველი "ექვემდებარება დეტალურ აღრიცხვას". მარჯვენა ნაწილი მოიცავს შემოსავლის ოპერაციის შედეგად მიღებული საქონელის შტრიხკოდს, დასახელებას, ზომის ერთეულს და მიღებულ რაოდენობს. ფორმის მარჯვენა ნაწილში აგრეთვე მოცემული არის სტატუსების სვეტი, წითელი ფერით აღნიშნული სტატუსი გულისხმობს, რომ მიღებული საქონელის რაოდენობას სრულად არ აქვს სერიული ნომრები მითითებული და აღრიცხული რაოდენობის სვეტში დაფიქსირდება რაოდენობის ის მაჩვენებელი, რომელიც აღირიცხა სერიული ნომრის მიხედვით, ხოლო მწვანე ფერით აღინიშნული სტატუსი გულისხმობს, რომ მიღებული საქონლის რაოდენობას სრულად აქვს მითითებული სერიული ნომრები. საქონელი რომელსაც რეგისტრაციის დროს არ აქვს მითითებული "ექვემდებარება დეტალურ აღრიცხვას" ფორმის მარჯვენა ნაწილში ფერმკრთალი ფერით არის წარმოდგენილი, შესაბამისად მასზე შემოსავლის სასაწყობო აღრიცხვას ვერ განვახორციელებთ. 

ფორმაში მოქმედებათა შესასრულებლად გამოიყენება მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:

  • განახლება;
  • დეტალები-ბრძანებით ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "დეტალების დამატება":
  • დიალოგურ ფანჯარაში მოქმედებების შესასრულებლად განთავსებული არის ბრძანებები:
    • შენახვა-ფანჯარაში შეტანილი ცვლილების სისტემაში დასაფიქსირებლად, აუცილებლობას წარმოადგენს ბრძანების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიული ნომერი არ დაფიქსირდება;
    • გენერაცია-ბრძანება უზრუნველყოფს ყუთით მიღებული საქონლის სერიული ნომრების სისტემაში შეტანას, ბრძანების გამოყენებით ფანჯარაში სერიული ნომრის სვეტის გასწვრივ დაემატება კიდევ ერთი სვეტი, პირველ სვეტში მიეთითება სერიის საწყისი ნომერი, ხოლო მეორე სვეტში სერიის საბოლოო ნომერი, რაც გულისხმობს ყუთში არსებული საქონლის სერიული ნომრების თანმიმდევრობას (მაგ: საქონლის რაოდენობა ყუთში არის 15 ცალი, სერიის საწყისი ნომერია AO1DELL0001, ხოლო საბოლოო AO1DELL0015, რომელიც მითითებულია ყუთზე, გენერაციის ბრძანება თითოეულ საქონელს მიანიჭებს შესაბამის სერიულ ნომერს 0001-დან 0015-მდე). სისტემაში ვერ განახორციელებთ გენერაციას თუ სისტემის საწყის და საბოლოო სერიული ნომრები განსხვავებული სიმბოლოებით იქნება (მაგ: საწყის სერიულ ნომერში რომ მიუთითოთ AO1DELL0001 და საბოლოოში AO2DNOL0001).
    • დამატება-სერიული ნომრის სვეტში, უთითებთ სერიულ ნომერს და ბრძანების გამოყენებით აღნიშნული ნომერი დაემატება ფანჯარაში (აღნიშნული შემთხვევა გამოიყენება სხვადასხვა სერიული ნომრების მისათითებლად).
    • წაშლა-"დეტალების დამატება" ფანჯარაში თუ გსურთ ყველა ჩანაწერის წაშლა, მოსანიშნად გამოიყენეთ კლავიშთა კომბინაცია "Ctrl+A", ხოლო რომელიმე ჩანაწერის წასაშლელად დააფიქსირეთ წასაშლელი სტრიქონი და გამოიყენეთ ბრძანება, თუ სერიული ნომრით განხორციელებული არის რეალიზაცია, სისტემა არ მოგცემთ წაშლის შესაძლებლობას;
    • გასვლა.
  • გასვლა.
*ანალოგიური ფანჯარა შესაძლებელია გამოვიძახოთ ფორმის მარჯვენა ნაწილში საქონელზე ორჯერ დაჭერით. 

**ახალი სერიული ნომერის ან გენერაციის დამატების შედეგად, ფანჯარაში ნომერი დაემატება წითელი ფერით.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!