გასავალი არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა რეალიზებული საქონლისათვის სერიული ნომრების მითითება. ფორმა ძირითადად გამოიყენება ისეთი საქონლის რეალიზაციისათვის, რომელზეც გაიცემა საგარინტო მომსახურება. საგარანტიო მომსახურების დროს, საქონლის დაზიანების შემთხვევაში, საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლის იდენტურობა დგინდება სერიული ნომრით. იმისათვის, რომ საქონლის სასაწყობე აღრიცხვა განვახორციელოთ, აუცილებლობას წარმოადგენს საქონლის რეგისტრაციის დროს, ჩანართში "ზოგადი" ჩართული იყოს ღილაკის ჩამრთველი-"ექვემდებარება დეტალურ აღრიცხვას" და შესრულებული იყოს რეალიზაციის ოპერაცია.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი ფორმა, რომელიც თარიღის შუალედის და საწყობის ანგარიშის არჩევამდე ცარიელი სახით არის სისტემაში წარმოდგენილი:
ფორმა შედგება მარჯვენა და მარცხენა ნაწილისაგან. მარცხენა ნაწილში მოქმედებს ფილტრის გრაფები: თარიღის შუალედი და საწყობი. მათი არჩევის შედეგად მარცხენა ნაწილში განთავსდება საქონლის გასავლის ოპერაციები, სადაც ფიგურირებს ისეთი საქონელი, რომელსაც ჩართული აქვს საქონლის რეგისტრაციის დროს, ჩანართში "ზოგადი" ღილაკის ჩამრთველი "ექვემდებარება დეტალურ აღრიცხვას". მარჯვენა ნაწილი მოიცავს გასავლის ოპერაციის შედეგად გაცემული საქონელის შტრიხკოდს, დასახელებას, ზომის ერთეულს და რაოდენობს. ფორმის მარჯვენა ნაწილში აგრეთვე მოცემული არის სტატუსების სვეტი, წითელი ფერით აღნიშნული სტატუსი გულისხმობს, რომ გაცემული საქონელის რაოდენობას სრულად არ აქვს სერიული ნომრები მითითებული და აღრიცხული რაოდენობის სვეტში დაფიქსირდება რაოდენობის ის მაჩვენებელი, რომელიც გაიცა სერიული ნომრის მიხედვით, ხოლო მწვანე ფერით აღინიშნული სტატუსი გულისხმობს, რომ გაცემული საქონლის რაოდენობას სრულად აქვს მითითებული სერიული ნომრები. საქონელი რომელსაც რეგისტრაციის დროს არ აქვს მითითებული "ექვემდებარება დეტალურ აღრიცხვას" ფორმის მარჯვენა ნაწილში ფერმკრთალი ფერით არის წარმოდგენილი, შესაბამისად მასზე გასავლის სასაწყობო აღრიცხვას ვერ განვახორციელებთ.
ფორმაში მოქმედებათა შესასრულებლად გამოიყენება მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
**ფანჯარაში შესაძლებელია ისეთი სერიული ნომრის დამატება რომელიც შემოსავლის სასაწყობო აღრიცხვაში არ არის დაფიქსირებული, აღნიშნული შემთხვევა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც საქონლის საწყისი ნაშთები არის სისტემაში დაფიქსირებული.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|