დაგეგმილი შეკვეთები არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => დაგეგმილი შეკვეთები), რომლის დანიშნულებაა საქონელზე შეკვეთების დაგეგმვა. ფორმა ამარტივებს მომარაგების პროცესს, ზოგადად გამოიყენება ორგანიზაციის შეკვეთების შესასრულებლად (ცენტრალური საწყობიდან დროულად, რომ მიეწოდოს საქონელი მიმღებ საწყობს), საწყობებს შორის შეკვეთების შესასრულებლად, აადვილებს წარმოების დაგეგვმის პროცესს, რადგან საშუალებას გვაძლევს წინასწარ დავგეგმოთ, თუ რა ნედლეული, რა ოდენობით და რომელ თარიღში უნდა გადავიტანოთ ნედლეულის საწყობიდან წარმოების საწყობში. ფორმით შესაძლებელია დაუმთავრებელ მშენებლობაზე საამშენებლო მასალების გადატანის, ბორტის დაცლა-დატვირთვის, ტარის გადაადგილების შეკვეთის დაგეგმვა, წარმოებისათვის უვარგისი ნარჩენების ჩამოწერა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, შეკვეთების დაგეგვმა შესაძლებელია, არა მხოლოდ ერთი ორგანიზაციის საწყობებს შორის, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის, თუ ორივე ორგანიზაცია მუშაობს "Apex ERP" -ში.
ფორმის უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში: თვალსაჩინოა ნაშთის ოდენობა საწყობებში, რაც აადვილებს ოპტიმალური საქონლის რაოდენობის შეკვეთას.
ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოდის ფორმა „დაგეგმილი შეკვეთები“:
ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი. ფორმა წარმოადგენს Grid-ს. ფორმაში ოპერაციების შესრულებას უზრუნველყოფს შემდეგი ბრძანებები:
ფორმაში მოქმედებები სრულდება მენიუდან ბრძანებების დახმარებით:
ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
* შენიშვნა: თუ შტრიხკოდის ველში ხელით ჩაწერთ არარსებულ შტრიხკოდს, მაშინ საქონლის გრაფის წინ გაჩნდება წითელი ღილაკი-, რომელიც გვანიშნებს, რომ ასეთი საქონელი არ არსებობს გამგზავნ საწყობში.
ფორმაში "დამატება" მოქმედებების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს საშუალებითაც, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა დამატებით აქვს ბრძანება "ანალიზი"დადასტურების შემთხვევაში (Yes) შეკვეთა აისახება ბუღალტერიაში და გამოჩნდება "გატარებულ საბუთებში". თუ დავაპირებთ ისეთი შეკვეთის ბუღალტერიაში ასახვას, რომლის ჩამონათვალშიც არის ისეთი საქონელი, რომელის ნაშთიც არ არსებობს გამგზავნ საწყობში, მაშინ ეკრანზე გამოვა შეტყობინება: "არ არსებობს საკმარისი ნაშთი". ბრძანების გამოყენების შედეგად შეკვეთას წინ ჩაერთვება ალამი და გადაადგილების ოპერაცია გამოვა ეკრანზე, შედეგად ბრძანება "ბუღალტერიაში ასახვა" გარდაიქმნება ბრძანებად "დეტალები", რომელიც გვიჩვენებს ბუღალტერიაში ასახულ საბუთს.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), დაგეგმილი შეკვეთები, საქონლის გადაადგილება.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|