ოპერაციები არის საქონლი ბრძანებათა ჯგუფი. იგი შეიცავს ბრძანებებს:
სათაური |
აღწერა |
აღწერა არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => აღწერა),რომლის დანიშნულებაც არის საწყობში საქონლის რეალური ნაშთების დადგენა და მათი შედარება ბუღალტრულ ჩანაეწერებში მოცემულ ნაშთებთან. ფორმა ავტომატიზაციის კუთხით ბევრად ამარტივებს აღწერის პროცესს და ასევე აღწერის შედეგების ბუღალტრულ ასახვას, რამდენადაც ინვენტარიზაცია შეიძლება განხორციელდეს ხელის კომპიუტერის საშუალებით და ეს მონაცემები ,,იმპორტის“ ბრძანებით ჩავტვირთოთ პროგრამაში. საბუღალტრო და ფაქტიური ნაშთების გასწორება შესაძლებელია ბრძანებით "ბუღალტერიაში ასახვა". | |
საქონლის გადატანა არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => საქონლის გადატანა), რომლის დანიშნულებაა ნებისმიერი საწყობიდან საწყობში საქონლის გადაადგილება (გადატანა). საქონლის გადატანის ფორმში შესაძლებელია სტანდარტული ოპერაციების შესრულება: საქონლის შიდა გადაადგილება, ნედლეულისა და მასალების გადაცემა წარმოებაში, საქონლის შიდა გადაადგილება პარტიების მიხედვით, ბორტის დაცლა, ბორტის დატვირთვა. ოპერაციები შესაძლებელია ასევე შევასრულოთ ბუღალტერიის მოდულის საშუალებით (ბუღალტერია =>საბუთის დამატება=>საქონლის შიდა გადაადგიელბა). საქონლის გადატანის ფორმის გამოყენებით, პარალელურ რეჟიმში ვაკონტროლებთ ნაშთებს გამგზავნ და მიმღებ საწყობში. თუ გამგზავნ საწყობში არ გვაქვს საკმარისი ნაშთი, პროგრამა ეკრანზე გამოიტანს ფანჯარას გამაფრთხილებელი შეტყობინების სახით, ხოლო თუ გამგზავნ საწყობში ნაშთი საკმარისია შევძლებთ სასურველი რაოდენობის გადატანას. ბრძანების გამოყენების შედეგად,... დაწვრილებით | |
დაგეგმილი შეკვეთები არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => დაგეგმილი შეკვეთები), რომლის დანიშნულებაა საქონელზე შეკვეთების დაგეგმვა. ფორმა ამარტივებს მომარაგების პროცესს, ზოგადად გამოიყენება ორგანიზაციის შეკვეთების შესასრულებლად (ცენტრალური საწყობიდან დროულად, რომ მიეწოდოს საქონელი მიმღებ საწყობს), საწყობებს შორის შეკვეთების შესასრულებლად, აადვილებს წარმოების დაგეგვმის პროცესს, რადგან საშუალებას გვაძლევს წინასწარ დავგეგმოთ, თუ რა ნედლეული, რა ოდენობით და რომელ თარიღში უნდა გადავიტანოთ ნედლეულის საწყობიდან წარმოების საწყობში. ფორმით შესაძლებელია დაუმთავრებელ მშენებლობაზე საამშენებლო მასალების გადატანის, ბორტის დაცლა-დატვირთვის, ტარის გადაადგილების შეკვეთის დაგეგმვა, წარმოებისათვის უვარგისი ნარჩენების ჩამოწერა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, შეკვეთების დაგეგვმა შესაძლებელია, არა მხოლოდ ერთი ორგანიზაციის საწყობებს შორის, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის, თუ ორივე ორგანიზაცია მუშაობს "Apex ERP"... დაწვრილებით |
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|