Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
აღწერა

აღწერა არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი => აღწერა),რომლის დანიშნულებაც არის საწყობში საქონლის რეალური ნაშთების დადგენა და მათი შედარება ბუღალტრულ ჩანაეწერებში მოცემულ ნაშთებთან. ფორმა ავტომატიზაციის კუთხით ბევრად ამარტივებს აღწერის პროცესს და ასევე აღწერის შედეგების ბუღალტრულ ასახვას, რამდენადაც ინვენტარიზაცია შეიძლება განხორციელდეს ხელის კომპიუტერის საშუალებით და ეს მონაცემები ,,იმპორტის“ ბრძანებით ჩავტვირთოთ პროგრამაში. საბუღალტრო და ფაქტიური ნაშთების გასწორება შესაძლებელია ბრძანებით "ბუღალტერიაში ასახვა". 

 

სათაური 
აღწერა 
აღწრა (ძველი ვერსია)

ფორმასთან ერთად ეკრანზე გამოდის ჩანართი ინვენტარიზაცია. ფორმაში შესვლისას განახლების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეკრანის მარცხენა ნაწილში განთავსდება ჩატარებული ინვენტარიზაციები. კონკრეტული ინვენტარიზაციის დაფიქსირების და გადასვლის ბრძანების გამოყენებით ფორმის მარჯვენა ნაწილში ვიხილავთ აღწერის შედეგეს, ბუღალტრულ ნაშთებს, ფაქტიურ ნაშთებს, მეტობა-ნაკლებობას, შედარების დროს (თარიღი).
ჩანართს აქვს შემდეგი ელემენტები:
  • თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი;
  • საწყობის ასარჩევი (Combo box)-გრაფაში ხდება იმ საწყობის არჩევა, სადაც ტარდება ინვენტარიზაცია;
  • განახლების ღილაკი-ღილაკზე მაუსის დაჭერის შემდეგ ფანჯარაში გამოჩნდება უკვე ჩატარებული ინვენტარიზაციები (თუ ასეთი არსებობს)
  • ღილაკი "ისარი" -იგი აქტიურდება განახლების შემდეგ, მისი გამოყენებით გააქტიურდება „საქონლის ნაშთების ინვენტარიზაციის“ ფორმა, ხოლო თვით ღილაკი კარგავს აქტიურობას:

ჩანართის ქვედა მარცხენა კუთხეში არსებული... დაწვრილებით 
აღწერა (ახალი ვერსია)

ფორმასთან ერთად ეკრანზე გამოდის ჩანართი აღწერა მზა პროდუქციით (გამოიყენება მზა პროდუქციის და ნედლეულის ინვენტარიზაციისთვის).ფორმაში შესვლისას მარცხენა ნაწილში ვიხილავთ ჩატარებული ინვენტარიზაციის ჩამონათვალს, ხოლო მარჯვენა ნაწილში კონკრეტული აღწერის შედეგს.
ჩანართს აქვს შემდეგი ელემენტები:
  • თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი;
  • საწყობის ასარჩევი (Combo box)-გრაფაში ხდება იმ საწყობის არჩევა, სადაც ტარდება ინვენტარიზაცია;
ფორმის მარცხენა ჩანართში მუშაობა შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოყენებით:
  • ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები:
    • ინვენტარიზაციის №-ჩანაწერი კეთდება სისტემის მიერ ავტომატურად;
    • ინვენტარიზაციის თარიღი;
    • აღმწერი პირი-იწერება იმ პირის სახელი და გვარი, რომელიც ატარებს ინვენტარიზაციას;
    • საწყობი (... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!