Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
განახლება

განახლება (Updates) არის სისტემური მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სისტემის განახლება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => განახლება

 

 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა: 

 

 

 

ფანჯარას აქვს შემდეგი ბრძანებები:

  • Check For Updates („განახლების შემოწმება“)-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა სისტემის მოდულები. მოდულების ჩამონათვალში მოდულები, რომლებიც უნდა განვაახლოოთ, ნაჩვენები იქნება ყვითელი ფერით, ხოლო მათ წინ ჩართული იქნება ალმები;
 

  • Updates („განახლება“)-ბრძანებით მოხდება მოდულების განახლება. განახლების შემდეგ კი ეკრანზე გამოვა გაფრთხილება:
 

 

დადასტურების შემთხვევაში სისტემა გადაიტვირთება და თავიდან შესვლის შემდეგ ყველა განახლებული მოდული იმუშავებს განახლებით მიღებული ცვლილებების გათვალისწინებით, თუ მომხმარებელს არ სურს სისტემიდან გასვლა (აგრძელებს მუშაობას) მაშინ უნდა გამოიყენოს ღილაკი "No", მოდულები იმუშავებს განახლების გარეშე. სისტემიდან გასვლისა და მასში თავიდან შესვლის შემდეგ მოდულები მაინც განახლდება.

  • Expand All-მისი გამოყენებით გაიშლება მოდულების ჩამონათვალი;
  • collpase All-ბრძანების გამოყენება იწვევს მოდულების ჩამონათვალის შეკუმშვას;
  • Change password-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა, სადაც მომხმარებელს შეუძლია სისტემის განახლების პაროლის შეცვლა.
 

 

ფანჯარას აქვს სვეტები:

  1. Username-ეს არის განახლების სახელი, რომელიც კომპანიას ეძლევა ერთხელ შპს "აპექსის" მიერ;
  2. Password-ეს არის განახლების პაროლი, რომელიც კომპანიას ეძლევა ერთხელ შპს "აპექსის" მიერ;
  • Advanced mode-ბრძანებით ხდება დამატებითი რეჟიმის ჩართვა;
  • Close.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!