Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მოდულების მართვა

მოდულების მართვა (Module Management) არის სისტემური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა ახალი მოდულების დამატება ან სისტემიდან არა საჭირო მოდულების ამოღება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => მოდულების მართვა

 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "Module Management", რომელსაც აქვს ცხრილის ფორმა

 

ცხრილი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:

  • Status-სვეტში ალმის ჩართვა უზრუნველყოფს შესაბამისი მოდულის მუშაობას სისტემაში;
  • Use Categoryes;
  • Priority-პრიორიტეტების მინიჭებით შესაძლებელია სისტემის მთავარ მენიუში მოდულების განლაგების ცვლილება;
  • Module Name-სვეტში მოცემულია სისტემაში არსებული მოდულების დასახელება;
  • Module version-სვეტში მოცემულია მოდულების ვერსიები;
  • Description-სვეტში მოცემულია მოდულების აღწერა.
მოდულების მართვის ფანჯარას აქვს შემდეგი ბრძანებები:
  • Scan-(„სკანირება“)-ბრძანების საშუალებით ხდება ამოშლილი მოდულის დამატება;
  • Update;
  • Load Module-ბრძანების დახმარებით ხდება დამატებული მოდულის დასახელების მთავარ მენიუში გამოჩენა. ამისათვის დადექით დამატებულ მოდულზე და გამოიყენეთ ბრძანება „Load Module“, მოდულის დასახელება გამოჩნდება მთავარ მენიუში;
  • Save-განახლების შენახვა სისტემიდან გაუსვლელად;
  • Save and Restart-განახლების შენახვა და სისტემის გადატვირთვა;
  • Exit.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!