წარმოების ანალიზი არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => წარმოების ანალიზი). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის საკუთარი წარმოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ანალიზური ცხრილის ფორმით (მზა პროდუქციის წარმოება, ფორმა-1008).
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "წარმოების ანალიზი":
ფორმას აქვს შემდეგი ელემენტები:
- თარიღის შუალედი;
- საქონელი (Combo box)-გრაფაში ვირჩევთ იმ მზა პროდუქციის დასახელებას, რომლის წარმოების ანალიზიც გვაინტერესებს;
- ანგარიში (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს სადაც ინახება მზა პროდუქცია;
- მხოლოდ (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკის ჩართვის შემდეგ ცხრილში დარჩება მხოლოდ ის ნედლეული, რომლის ხარჯვის დროსაც დაფიქსირდა რეცეპტიდან გადახრა. გადახრა მოცემულია სვეტში "გადახრა (Sum)", ნედლეულის გადახრჯვა მოცემულია "-" ნიშნით.
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები:
ცხრილის უჯრებში შეიძლება
კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "
დეტალური გაშიფვრა".
იხილეთ აგრეთვე:
Pivot table, ცხრილი (Grid)