Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
შეკვეთები

შეკვეთები არის დისტრიბუციის ბრძანებათა ჯგუფი. იგი შეიცავს ბრძანებებს:

 

 

 

  • ბორტების ზედნადები-განკუთვნილია ბორტზე საქონლის დატვირთვა-ჩამოტვირთვის დროს სასაქონლო ზედნადების ასატვირთად შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე;
  • ვან შეკვეთები-უზრუნველყოფს ბორტიდან რეალიზებული საქონლის ბუღალტერიაში ასახვას.

სათაური 
აღწერა 
დისტრიბუცია "მენეჯერის" ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე ვიხილავთ შეკვეთების ფანჯარას, სადაც ვირჩევთ საწყობს, თუ რომელი საწყობიდან უნდა მოხდეს შეკვეთილი საქონელის გასვლა, ვირჩევთ შეკვეთის თარიღს და დამატების ბრძანებით ვამატებთ ახალ შეკვეთას, რომელსაც ავტომატურად ენიჭება სტატუსი "დადასტურებული". შეკვეთის მიღების შემდეგ, საწყობში დასაფიქსირებლად გამოიყენეთ ბრძანება "ავტორიზაცია", შეკვეთის სტატუსი შეიცვლება ავტომატურად (შესაგროვებელი). მას შემდეგ რაც შეკვეთას მიენიჭება სტატუსი "შესაგროვებელი", შევდივართ დისტრიბუციის მოდულის "საწყობის" ფორმაში, საიდანაც ხდება შეკვეთისათვის "შეგროვებული" სტატუსის მინიჭება ბრძანებით "დაბეჭდილია" გამაფრთხილებელი შეტყობინების საფუძველზე. მას შემდეგ, რაც შეკვეთას მიენიჭება სტატუსი "დაბეჭდილია", დაბეჭდილი შეკვეთა გადაეცემა პირს, რომელსაც ევალება შეკვეთის შეგროვება. საქონლის შეგროვებისა და ბორტზე დატვირთვის დამთავრებისთანავე, შეკვეთებზე პასუხისმგებელი პირი შეკვეთას მიანიჭებს დისტრიბუციის მოდულის მენეჯერის ბრძანებებში... დაწვრილებით 
ვან შეკვეთები - ფორმა ამარტივებს გაყიდვების შესრულებას ბორტიდან, რომელიც წინასწარ არ არის დაგეგმილი. დატვირთული ბორტი წარმოადგენს საწყობს, რომელიც ატვირთულია ძირითადი (დედა) ზედნადების სახით. მყიდველისათვის საქონლის შეთავაზების შემდეგ, დისტრიბუტორს შესაძლებელობა აქვს ბორტიდან გაყიდოს და დაიბრუნოს საქონელი. ხელის კომპიუტერის გამოყენებით ადგილზე ატვირთოს, როგორც ქვეზედნადები ასევე საქონლის უკანდაბრუნების ზედნადები.შესაბამისად ზედნადები აისახება პროგრამის "ვან შეკვეთების" ფორმაში.
ბორტის დატვირთვა და შესაბამისი ზედნადების ატვირტვა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: დისტრიბუციის მოდულიდან ვირჩევთ ბრძანება ვან შეკვეთებს და ბორტის ზედნადებს, განახლების ბრძანების გამოყენებით ვიხილავთ დისტრიბუტორების ჩამონათვალს (რომელიც პროგრამაში მოცემულია პრესელერების დასახელებით). მოვნიშნავთ დისტრიბუტორს და მენიუდან ვირჩევთ ბრძანება "დამატებას", ეკრანზე გამოვა ფანჯარა "ბორტსაწყობი დაცლა/დატვირთვა" საქონლის სიის ჩამონათვალით. დაცლა/დატვირთვის საწყობის სვეტში ვირჩევთ... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!